არჩილ გორდულაძე ლემონჯავას: მთავარია, რას აკეთებენ პარტიები დაფუძნების დღიდან, როგორ ამართლებენ, ცდილობენ მათი ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები გაამართლონ ძალადობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება

საკონსტიტუციო სასამართლოში, „დროას“ წევრის გიგა ლემონჯავას კითხვაზე პასუხის გაცემისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ პარტიის საქმიანობის შეფასებისას გადამწყვეტი მისი დაფუძნების თარიღი კი არა, დაფუძნების დღიდან განხორციელებული მოქმედებებია.

მისი თქმით, მოპასუხე პარტიები, მიუხედავად დაფუძნების დროისა, ერთსა და იმავე პოზიციებს იზიარებენ და მათი მოქმედებები მიმართულია კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების საწინააღმდეგოდ.

გორდულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, როგორ ამართლებენ პარტიების ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები წარსულსა და აწმყოში ძალადობასა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას.„როდესაც კონსტიტუციის დარღვევას აქვს ადგილი და კონსტიტუციის დარღვევის მიზანი არის ყოველთვის, მოპასუხე პარტიები, მიუხედავად მათი დაფუძნების დღისა და დაფუძნების მომენტისა, ყოველთვის ერთსა და იმავე აზრზე დგანან, ერთსა და იმავე ნაბიჯებს დგამენ და ერთსა და იმავე კვლევებით არიან წარმოდგენილნი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, როდის არის დაფუძნებული პარტია, მისი დაფუძნების დღიდან მოქმედება მიმართულია კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საფუძვლების საწინააღმდეგოდ.შესაბამისად, პარტიის საქმიანობა აკრძალულია და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, როდის არის პარტია დაფუძნებული. მთავარია, რას აკეთებენ პარტიები დაფუძნების დღიდან და როგორ ემხრობიან, როგორ ამართლებენ ან როგორ ცდილობენ მათი ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, წარსულშიც და ახლაც, გაამართლონ, მაგალითად, ძალადობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება“, - განაცხადა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795521608

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ ალიევთან საქართველოსა და აზერბა...

მაკა ბოჭორიშვილ

1795517138

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ფაშისტური მიდგომაა, როდესაც უშლიან ადამიანებს მოინანიონ დანაშაული და დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება - კოლექტიურ ნაცებს ეს ადამიანები ციხეში სჭირდებათ, რომ მეტი საინფორმაციო ხმაური იყოს

ეს არის ფაშისტური მიდგომა, როდესაც უშლიან ადამიანებს მოინანიონ დანაშაული და დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიან...

ლევან მაჭავარიანი

1795516445

ახალი ამბები

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბი იყო - დაღუპულია ერთი ადამიანი

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბის დროს 1 პირი დაიღუპა. არსებული ცნობით, კონფლიქტის დროს 65 წლამდე კაცი წაიქცა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიიღო. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ფიზიკუ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1795515373

საზოგადოება

გორდულაძე: დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება არის დაბრუნებული დაზარალებული პირებისათვის - 176 მიწის ნაკვეთი, 8 საცხოვრებელი სახლი, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, 88 ავტომანქანა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის კითხვის საპასუხოდ, არსებობს თუ არა კონკრეტული სია და სასამართლოში წარმოდგენილია თუ არა კონკრ...

არჩილ გორდულაძე

1795514689

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა - მოყვანისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, 13 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა - მოყვანისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მ...

პროკურატურა