ჯეიჰუნ ბაირამოვი: საქართველო სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობების ფონზე ძალიან დადებით როლს ასრულებს
„საქართველო სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობების ფონზე ძალიან დადებით როლს ასრულებს“, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ათწლეულების შემდეგ - გასული წლის ბოლოდან ჩვენი ქვეყნის მიერ ახალი ნაბიჯი გადაიდგა, სომხეთში ნავთობის პროდუქტების მიწოდება დავიწყეთ. ესეც რა თქმა უნდა, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის საშუალებით ხორციელდება და მიგვაჩნია, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობების ფონზე ძალიან დადებით როლს ასრულებს.
ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს პატივცემულ კოლეგას, ჩვენი ქვეყნის სახელით, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი“, - აღნიშნა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეების მიმართულებებით არსებულ თანამშრომლობაზე.
„ჰუმანიტარული მიმართულებით ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის, როგორც ტრადიცია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. განსაკუთრებით აღვნიშნავ განათლების სფეროში თანამშრომლობას. უნივერსიტეტების რექტორების ფორუმის ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეების აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში სწავლას - 1100-ზე მეტია მათი რაოდენობა; ასევე უმაღლესი განათლების შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთობა, კულტურის სფეროში ურთიერთობა. ახალგაზრდობის სფეროში საკმაოდ დადებითი შედეგები გვაქვს და მიხარია, რომ ეს რეგულარული ხასიათისაა. ეს ყველაფერი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითია“, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1795538284
ახალი ამბებითბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა
„მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს ძალადობის წინაშე მარტო“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღი...
1795536184
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: ეს ადამიანები იყვნენ მსხვერპლი იმ უფროსების მხრიდან, რომლებიც პროცესს მართავდნენ
„ადამიანი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და შემდეგ მიმართავს პრეზიდენტს შეწყალებაზე, აქ ყველაფერი გასაგებია. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს ეს პროცესი“, - განაცხადა კულტურის კომიტეტ...
1795534085
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იყო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით, რაც კიდევ უფრო აღრმავებს თანამშრომლობას და ახალ შესაძლებლობლებს ხსნის
მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, ასევე შევხვდები პრემიერ-მინისტრს, დღეს ჩემს ძვირფას კოლეგასთან, მეგობართან მქონდა შესაძლებლობა, სიღრ...
1795531471
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს - დასრულებულია დაღრმავებითი სამუშაოები
„მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს - დასრულებულია დაღრმავებითი სამუშაოები, მიმდინარეობს ტალღმჭრელის მშენებლობა, იდგმება ნაბიჯები იმისათვის,...
1795529895
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: „ნაციონალური მოძრაობა“, ეს მოღალატეობრივი ძალა, რომელმაც თავისი მმართველობის პერიოდში უამრავი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს
„საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს ისტორიულ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში და რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“...































