„პრაიმ მედია გლობალის“ დამფუძნებლის ილია მიქელაიშვილის განცხადება
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, „პრაიმ მედია გლობალი“ წლებია ოპერირებს ქართულ მედიაბაზარზე და ქვეყანაში, ამ მიმართულებით, არის ერთ-ერთი მზარდი კომპანია. მოხარული ვარ, რომ წარმატებით დასრულდა მრავალთვიანი მოლაპარაკება ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან და შედეგად, ტელეკომპანია „იმედი“ და მისი ჰოლდინგის ქვეშ შემავალი სხვა მედიასაშუალებები ამიერიდან სწორედ „პრაიმ მედია გლობალის“ საკუთრებაში გადმოვა“, - აცხადებს „პრაიმ მედია გლობალის“ დამფუძნებელი ილია მიქელაიშვილი.
როგორც ილია მიქელაიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა და ჰოლდინგში მომუშავე თითოეული თანამშრომლის უფლებები.
„ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, როგორც ტელეკომპანია „იმედთან“, ასევე მთლიანად ჰოლდინგთან მიმართებით. ვაპირებ სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას და არხის კიდევ უფრო გაძლიერებას.
მეორე მხრივ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა და ჰოლდინგში მომუშავე თითოეული თანამშრომლის უფლებები. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ „იმედი“ არის უპირობო ლიდერი ქართულ მედიასივრცეში და ჩვენი მიზანია ამ შედეგის გაფრთხილება და კიდევ უფრო გაუმჯობესება. ეს არის, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, დეტალურად კი ჩვენი გეგმების შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ“, - ნათქვამია მიქელაიშვილის განცხადებაში.
1781627834
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...
1781623889
საზოგადოებააჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...
1781621952
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა
2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...
1781621180
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც
„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...
1781619573
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...






























