ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შეტევას, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტს უკავშირებს
„უკრაინაზე ოთხშაბათს განხორციელებული მასირებული თავდასხმა შემთხვევითი არ ყოფილა“, - უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ გზით რუსეთის ლიდერი ცდილობს ყურადღება დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტიდან გადაიტანოს.
„ნამდვილად არ შეიძლება ეწოდოს შემთხვევითობა იმას, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მასირებული შეტევა ზუსტად იმ დროს ხდება, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა - ვიზიტით, რომლისგანაც ბევრს ელიან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა თავის განცხადებაში.
ზელენსკიმ დასძინა, რომ „ამ რთულ გეოპოლიტიკურ მომენტში“ რუსეთი ცდილობს გააფუჭოს საერთო პოლიტიკური ატმოსფერო და „მიაპყროს ყურადღება საკუთარ ბოროტებას“ უკრაინელების სიცოცხლისა და უკრაინის ინფრასტრუქტურის ხარჯზე.
„დღის განმავლობაში რუსები ჩვენი რეგიონების მიმართულებით „შაჰედების“ ტალღებს უშვებდნენ და, კერძოდ, მიზანმიმართულად უტევდნენ ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებთან ყველაზე ახლოს მდებარე რეგიონებს“, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.
1778686196
ახალი ამბები„LGBTIQ+ იდენტობა არ საჭიროებს მკურნალობას“ - ევროკომისია კონვერსიული პრაქტიკის აკრძალვის პირობას დებს
ევროკომისია გამოეხმაურა ევროპის მოქალაქეთა ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ერთ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას ე.წ. „კონვერსიული პრაქტიკის“ - ორიენტაციის შეცვლისკენ მიმართული ინტერვენციე...
1778684404
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატ...
1778683373
ახალი ამბებიმთავრობის ადმინისტრაცია: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს. ადმინისტრაციის განმარტე...
1778681164
ახალი ამბებიმარკეტების ქსელი „გვირილა“: ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე
„გვირილას“ დამფუძნებლის ლაშა ჩოჩელის ინფორმაციით, სუპერმარკეტი რამდენიმე დღეში კამპანიას დაიწყებს, რომლის მიხედვითაც, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ყველა პროდუქტს, თამბაქოს გარდა, ქსელში 10%-ი...
1778679528
საზოგადოებამაია ბითაძე: ის ფაქტი, რომ 577 დეპუტატიდან მხოლოდ 68 უჭერს მხარს ამ სამარცხვინო რეზოლუციას, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ საფრანგეთშიც კარგად იაზრებენ, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა
ის ფაქტი, რომ 577 დეპუტატიდან მხოლოდ 68 უჭერს მხარს ამ სამარცხვინო რეზოლუციას, უკვე ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თვითონ საფრანგეთშიც და პოლიტიკურ სპექტრშიც კარგად იაზრებენ, რომ ასეთი ტიპის რეზ...






























