შალვა პაპუაშვილი: შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება, დავრწმუნდით, რომ მოლდოვის ხელისუფლებას ქვეყნის დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია

„ჩვენ ვჩიოდით, რომ ბრიუსელში ზოგიერთი ევროინტეგრაციას უყურებს როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას, თურმე, სუვერენიტეტის შეზღუდვა კი არა, სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია საქართველოს და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება.

„მოლდოვის ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია საკუთარი სუვერენიტეტის დამოუკიდებლობაა. 35 წელიწადი აბა, რას აშენებდნენ, რა ქვეყანას აშენებდნენ, რა სახელმწიფოებრიობას ქმნიდნენ? მაშინ როდესაც მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია სახელმწიფოს, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ეს მათი ნებაა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, შეუძლებელი საქართველოს და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის გზის შედარება.

დავრწმუნდით ყველა, რომ მოლდოვის ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია. ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვართ. ათასწლოვანი უწყვეტი სახელმწიფოებრივი ისტორია გვაქვს. ქართველს ვერც კი დაესიზმრება, იფიქროს, საკუთარი სახელმწიფო გააუქმოს, ევროპული იდეის გამო. ეს კიდევ ერთ რამეს აჩვენებს, თუ რა ხდება რეალურად ევროკავშირის გაფართოების თემაზე.

როგორც ჩანს, მოლდოვას არ აქვს იმედი, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ვხედავთ, მოლდოვას დემონსტრაციულად აცხადებენ სანიმუშო მოწაფედ ევროინტეგრაციის პროცესში. საუბარი საკუთარი სახელმწიფოს გაუქმების და ევროკავშირში რუმინეთის შემადგენლობაში შეყვანით ნიშნავს, რომ მოლდოვა ეძებს გვერდით შესასვლელს ევროკავშირში, ვინაიდან, როგორც ჩანს, ის რაც გარეთ არ ითქმის, შიგნით ყველა ხვდება, რომ ევროკავშირის გაფართოების განაცხადი, როგორც ჩანს, ბრიუსელს ნელ-ნელა უკან მიაქვს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782375092

ახალი ამბები

სოზარ სუბარი გენერალურ პროკურორს: რატომ ჭიანურდება ყინწვისის საქმეზე დაზარალებულების ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესი?

პარლამენტში გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ყინწვისის საქმეზე დაზარალებულთა უფლებების აღდგენისა და სამოქალაქო წეს...

სოზარ სუბარი

1782375006

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები

ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკი...

შალვა პაპუაშვილი

1782373923

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის გ...

პროკურატურა

1782373847

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: პოლიტიკური გარდაცვალების პირას მისული რადიკალები კომიკურ სიტუაციაში არიან, ერთმანეთს უთხრიან ძირს, არანაირი გეგმა არ აქვთ, ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდნენ

„პოლიტიკური გარდაცვალების პირას მისული რადიკალები კომიკურ სიტუაციაში არიან, ბოლო წლებში ისეთი შეცდომები დაუშვეს და ნაბიჯები გადადგეს თუ პატრონებმა გადაადგმევინეს, აქამდე რომ მივიდოდნენ, ძნელი ამოსაცნო...

თენგიზ შარმანაშვილმა.

1782373764

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტმა თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს, აღიაროს სუვერენიტეტი მთელ ტერიტორიაზე

პრაქტიკულად, ევროპარლამენტმა, თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ა...

შალვა პაპუაშვილი