პრემიერი: მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში, 2014 წლიდან მომატებულია მაჩვენებელი. მკვეთრად იკლებს პირველი და მეორე შვილის შობადობის მაჩვენებელი. ჩანს, რომ სოციალური მიზეზი ამას არ აქვს, გვაქვს მსოფლმხედველობრივი გამოწვევა
ქორწინების კუთხით ინტერესი არის შემცირებული, ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე, მძიმე ტენდენციებია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი, ყველგან, სადაც ინტენსიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური იდეოლოგია, მძიმე პროცესებია დაწყებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.
პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოგრაფიული პროცესების დადებითი მიმართულებით განვითარებას.
„ასევე, საინტერესო დეტალი - მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში, 2014 წლიდან არის მომატებული მაჩვენებელი და სტაბილურად არის მაღალ დონეზე შენარჩუნებული. მკვეთრად იკლებს პირველი და მეორე შვილის შობადობის მაჩვენებელი. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სოციალური მიზეზი ამას არ აქვს. გვაქვს სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევა, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, დადებითი გაგებით. საჭიროა, შეიცვალოს ადამიანების მსოფლმხედველობა. ქორწინების კუთხით ინტერესი არის შემცირებული. ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე. მძიმე ტენდენციებია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ყველგან, სადაც ინტენსიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური იდეოლოგია, არის პრობლემები. ჩრდილოეთ ამერიკაშიც, და კონკრეტულად, აშშ-შიც ძირითადად იმიგრაციის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა, სადაც არის კეთილდღეობის მაღალი დონე. სადაც აქტიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური, სინამდვილეში, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, ყველგან არის ძალიან მძიმე პროცესები დაწყებული. თქვენ გახსოვთ ე.წ. გენდერული პოლიტიკა, ლგბტ პროპაგანდა და ა. შ. ამას დაუპირისპირდა სწორედ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ამ კანონთან დაკავშირებითაც, ხედავთ, რამხელა კრიტიკა წამოვიდა, როგორც რადიკალური ოპოზიციის, ისე, მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან. სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება სერიოზული ზომების მიღება, იმისათვის, რომ შეიცვალოს საზოგადოების მსოფლმხედველობა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე და ზოგადად, ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოგრაფიული პროცესების დადებითი მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.
1771409716
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ კერძო სექტორის ჩართულობით
კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში,...
1771408987
ახალი ამბებიპრემიერი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 - უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა
იყო უამრავი სპეკულაცია. ძირითადად, ეს სპეკულაციები უკავშირდებოდა კომპანია „იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელიც ხორციელდება საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...
1771408653
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება
მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპე...
1771407896
ახალი ამბებიპრემიერი: კანონმდებლობაში სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე, საუბარია შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევაზე გათვალისწინებულ პასუხ...
1771407462
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მთავარია დაცული იყოს მკაფიო ხაზი უკანონო მიგრაციასა და ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის
ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოა, ვინაიდან უკანონო მიგრაციასთან ეფექტური ბრძოლა, უსაფრთხოების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლ...



























