ირაკლი კირცხალია გახარიას პარტიის წევრებს: ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვას გაურბიხართ, დღეს ოჯახურ ღირებულებებზე ქადაგებთ, ეს არის თქვენი სახე, ეს არის დავალებები, რაც მოგდით
თქვენ ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვას გაურბიხართ, დღეს ოჯახურ ღირებულებებზე ქადაგებთ, ეს არის თქვენი სახე, ეს არის დავალებები, რაც მოგდით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.
მისივე თქმით, როდესაც პარლამენტში ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვასა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე იყო საუბარი, გახარიას პარტიის წევრები დარბაზიდან გაიქცნენ, რადგან ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული.
„გულწრფელად მივმართავ ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს. გულწრფელად მრჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ არ მოგისმენიათ დღეს პრემიერ-მინისტრის გამოსვლისთვის. დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ მე მრჩება ეს შთაბეჭდილება. როდესაც საუბრობთ ოჯახურ ღირებულებებზე, კითხვას სვამთ არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე, როდესაც აქ ვმუშაობდით თქვენ პირდაპირი მნიშვნელობით გაიქეცით, ვერც უარყავით, ვერც დაადასტურეთ, უბრალოდ გაიქეცით, დარბაზშიც არ ყოფილხართ სამარცხვინოდ, სწორედ ამას ვამბობ.
ასევე, შთაბეჭდილება მრჩება, გსიამოვნებთ რომ გახსენებთ და კი ბატონო შეგახსენებთ ყოველთვის რას წარმოადგენთ და რა ძალას წარმოადგენთ. იმიტომ გაიქეცით, რომ გითხრეს გაიქეცით და არ შეხვიდეთ ამ თემაში, პოლემიკაში. დღეს გამოხვედით და თურმე გული შეგტკივათ და აქ გვესაუბრებით დემოგრაფიაზე და ოჯახურ ღირებულებებზე. დღეს გაგახსენდათ ეს ყველაფერი, მაგრამ რა გასაკვირია, როდესაც თქვენი თანამოაზრეები და გუშინ გითხარით თქვენ ხართ ის ნარჩენი, რომელიც შემოხვედით იმ სცენარიდან ვინც გარეთ დარჩა, ისინიც დღეს ქადაგებენ, ვინც ომს ითხოვდა აქ რუსთაველის გამზირზე და დღეს მშვიდობას ქადაგებენ. თქვენ ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვას გაურბიხართ, დღეს ოჯახურ ღირებულებებზე ქადაგებთ, ეს არის თქვენი სახე, ეს არის დავალებები, რაც მოგდით სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა კირცხალიამ.
1771409716
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ კერძო სექტორის ჩართულობით
კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში,...
1771408987
ახალი ამბებიპრემიერი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 - უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა
იყო უამრავი სპეკულაცია. ძირითადად, ეს სპეკულაციები უკავშირდებოდა კომპანია „იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელიც ხორციელდება საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...
1771408653
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება
მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპე...
1771407896
ახალი ამბებიპრემიერი: კანონმდებლობაში სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე, საუბარია შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევაზე გათვალისწინებულ პასუხ...
1771407462
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მთავარია დაცული იყოს მკაფიო ხაზი უკანონო მიგრაციასა და ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის
ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოა, ვინაიდან უკანონო მიგრაციასთან ეფექტური ბრძოლა, უსაფრთხოების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლ...



























