პრემიერი: არც ერთი ხელისუფლება, რომელიც მფარველობს ნარკოტიკულ დანაშაულს, ციხეში არ უშვებს 2 300 ნარკორეალიზატორს 8 თვის განმავლობაში, ჩვენ ვებრძოდით ე.წ. ლეგალური ფორმით ნარკოტიკების რეალიზაციის პრაქტიკასაც
„2 300 ნარკორეალიზატორი გავუშვით ციხეში 8 თვის განმავლობაში, ეს არის პასუხი სპეკულაციაზე, ჩვენ გვაქვს მარტივი ამოცანა, აქ გვინდა გარდამტეხი ცვლილებების მიღწევა, თავად დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ეს შედეგები მიღწეულია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნარკოტიკებთან ბრძოლა მიდის სხვა ფორმით ე.წ. ლეგალური ფორმით და სწორედ ამისათვის აიკრძალა კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანა.
„ვფიქრობ, ნარკოტიკები ნამდვილად არ არის გასული რამდენიმე თვის მონაცემების მიხედვით, ოპოზიციის ძლიერი მხარე, როდესაც აქ ითქვა, რომ მფარველობს თითქოს ხელისუფლება ნარკოტიკებს. არც ერთი ხელისუფლება, რომელიც მფარველობს ნარკოტიკულ დანაშაულს, ციხეში არ უშვებს 2300 ნარკორეალიზატორს 8 თვის განმავლობაში. 2300 ნარკორეალიზატორი გავუშვით ციხეში 8 თვის განმავლობაში. ეს არის მარტივ პასუხი სპეკულაციაზე. ჩვენ გვაქვს მარტივი ამოცანა, აქ გვინდა გარდამტეხი ცვლილებების მიღწევა. თავად დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ეს შედეგები მიღწეულია.
რეალიზატორების დაკავების გარდა. ასევე მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვებრძოდით სხვა ფორმით ე.წ. ლეგალური ფორმით ნარკოტიკების რეალიზაციის პრაქტიკასაც და სწორედ ამისათვის აიკრძალა კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში და ასევე აიკრძალა კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება, რაც რეალურად ეჭვი გვაქვს, რომ გამოიყენებოდა ნარკოტიკების ლეგალური რეალიზაციისთვის. ეს პრაქტიკაც მთლიანად ჩაიკეტა.
მე არ მინდა ბევრი მადლობაც გამომივიდეს, მაგრამ არ შემიძლია შინაგან საქმეთა მინისტრს არ გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, რომელმაც ნამდვილად გადამჭრელი ზომები მიიღო ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ. დღევანდელი დღეც ამის დასტურია. მარტო დღეს 97 პირი იქნა დაკავებული. მათგან უდიდესი უმრავლესობა არიან სწორედ ნარკოტიკულ დანაშაულში ჩართული პირები, ნარკორეალიზატორები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1771411357
საზოგადოებაპრემიერი: მივიღეთ გადამჭრელი ზომები, როგორც ნარკოტიკების, ორგანიზებული დანაშაულის, მიგრაციის შემთხვევაში, ისე მართვის სისტემის მოწესრიგებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით, ამ ყველაფერში განუზომელი როლი აქვს ლევან ჟორჟოლიანს
ჩვენ, როგორც ნარკოტიკების, ორგანიზებული დანაშაულის, მიგრაციის შემთხვევაში მივიღეთ გადამჭრელი ზომები, ასევე გადამჭრელი ზომები მივიღეთ მართვის სისტემის მოწესრიგებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებ...
1771410910
საზოგადოებაირაკლი კირცხალია გახარიას პარტიის წევრებს: ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვას გაურბიხართ, დღეს ოჯახურ ღირებულებებზე ქადაგებთ, ეს არის თქვენი სახე, ეს არის დავალებები, რაც მოგდით
თქვენ ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვას გაურბიხართ, დღეს ოჯახურ ღირებულებებზე ქადაგებთ, ეს არის თქვენი სახე, ეს არის დავალებები, რაც მოგდით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი...
1771410517
საზოგადოებაპრემიერი: მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში, 2014 წლიდან მომატებულია მაჩვენებელი. მკვეთრად იკლებს პირველი და მეორე შვილის შობადობის მაჩვენებელი. ჩანს, რომ სოციალური მიზეზი ამას არ აქვს, გვაქვს მსოფლმხედველობრივი გამოწვევა
ქორწინების კუთხით ინტერესი არის შემცირებული, ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე, მძიმე ტენდენციებია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი, ყველგან,...
1771409716
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ კერძო სექტორის ჩართულობით
კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში,...
1771408987
ახალი ამბებიპრემიერი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 - უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა
იყო უამრავი სპეკულაცია. ძირითადად, ეს სპეკულაციები უკავშირდებოდა კომპანია „იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელიც ხორციელდება საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...



























