შემოსავლების სამსახური: 3 ოქტომბერს, ბათუმში შემოსულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, გემის მფლობელ კომპანიაზე და შემოსულ ტვირთზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება

შემოსავლების სამსახური  ბულგარეთის პორტიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შესულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, ბულგარეთის რესპუბლიკის პორტიდან (BURGAS) შემოვიდა, ლიბერიის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი გემი - ,,HISTORIA DIONE“.

აღნიშნული გემი, თანმხლები დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო 30 ათას ტონამდე, ტრანზიტის პროცედურაში მოქცევისთვის (მიმღები სომხეთის რესპუბლიკა) განკუთვნილი ბენზინის საწვავით, ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიის სახელწოდების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემზე და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.

ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთზე ვრცელდება, ვინაიდან აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა (საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის – OFAC-ის მეშვეობით) გასცა ლიცენზია, რომელიც გარკვეულ კონტრაქტორებს საშუალებას აძლევს დაასრულონ ტრანზაქციები კომპანია „LUKOIL“-თან მიმართებით.

ამასთან, ლიცენზიის მიხედვით, ოპერაციების დასრულების ვადად დასახელდა 2025 წლის 21 ნოემბერი. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763204211

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე Ipsos-ისკვლევაზე: ჯობია ევროლიბერალებმა ჯერ საკუთარ საზოგადოებას მოუსმინონ, შემდეგ ასწავლონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს ჭკუა და მათ ხალხზე ზეწოლისგან თავი შეიკავონ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე IPSOS-ის კვლევას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ კვლევით დასტურდება ის, რასაც დიდი ხანია ხელისუფლების წარმომადგენ...

ააა

1763201844

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, წლე...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1763201708

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ჟენ იოუცუნმა უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრ...

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

1763199330

ახალი ამბები

პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგი...

პროკურატურა

1763197491

ახალი ამბები

კახა კალაძე: თუ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, თუმცა, ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, არანაირი კავშირი ეკლესიასთან არ აქვს

კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოქვენებულ ვიდეო მიმართვაში გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ „ფეიკ ნიუსს“, თითქოს „თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით...

კახა კალაძე