ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო

ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„პარლამენტის არჩევნების შემდეგ, უკვე ერთი წელია პოლიტიკურად მიკერძოებული არაერთი პირი აქტიურად ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის, და ზოგადად 26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციას. ამ მიზნით დღემდე განაგრძობენ მტკიცებას თითქოს ეს არჩევნები გაყალბდა, ირღვეოდა ფარულობა, იყო ხმის მრავალჯერადი მიცემის შემთხვევები და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ მთელი წლის განმავლობაში ვერცერთმა დაინტერესებულმა მხარემ, რომელიც არჩევნების ვითომდა გაყალბებაზე საუბრობდა, ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა, მათ შორის ვერც პროკურატურისა და სასამართლოსთვის.

მათგან განსხვავებით საარჩევნო ადმინისტრაციამ, სწორედ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით არაერთხელ გასცა პასუხი გავრცელებულ ბრალდებებს, საზოგადოებას მიაწოდა ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია და არაერთხელ დაადასტურა,რომ არჩევნები კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. აქვე შეგახსენებთ, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა.

ის, რომ ზოგიერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციისა თუ პოლიტიკურად მიკერძოებული პირის ხმაურიანი განცხადებები არჩევნების გაყალბების შესახებ უსაფუძვლო იყო და მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, დღეს უკვე დაადასტურა ევროკომისიის ანგარიშმაც. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე საუბარია გასული წლის არჩევნებზეც, თუმცა ამ ანგარიშში ზემოაღნიშნული ბრალდებები არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ნახსენები არ არის.

ახლა გვინდა ვკითხოთ მათ, ვინც ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ - ხმის მიცემა შვიდჯერ ან ასჯერ შეიძლებოდა, აპარატებში არსებულ სიებში გაორებები იყო, ამომრჩევლის ხმის ფარულობა ირღვეოდა, შემაჯამებელი ოქმები გადაწერილი იყო, საზღვარგარეთ უბნები სპეციალურად არ შეიქმნა, მარკერები კი გამოცვლილი და სხვა მრავალი, რატომ არ მოხვდა ეს არც ევროკომისიის და არც ეუთო/ოდირის ანგარიშში? პასუხი ცხადი და ნათელია, იმიტომ რომ არცერთი ზემოხსენებული არ შეესაბამებოდა რეალობას და მხოლოდ და მხოლოდ რეალობის შეგნებულად დამახინჯების მცდელობას, არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, არჩევნებისადმი ნდობის შემცირებას და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ჩართული მხარეების მიერ გაკეთებული, სწორედ ასეთი, მანიპულაციური განცხადებები არახალია არა მხოლოდ არჩევნებთან, არამედ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებითაც. ეს კი მოქალაქეების არასწორი ინფორმირების და გარკვეული აღქმების შექმნას უწყობს ხელს.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს ახლა მაინც აღიარონ რეალობა და დაუბრუნდნენ საარჩევნო პროცესების შეფასების მიუკერძოებლობის სტანდარტს. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, კვლავ დავრჩებით ერთგულნი ჩვენი გაცხადებული მიზნისა, რომ ქვეყნის ამომრჩეველი დეტალურად და სწორად იყოს ინფორმირებული საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763207131

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა IPSOS-ის კვლევაზე: ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები, ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“

„ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითა...

ირაკლი ზარქუა

1763204211

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე Ipsos-ისკვლევაზე: ჯობია ევროლიბერალებმა ჯერ საკუთარ საზოგადოებას მოუსმინონ, შემდეგ ასწავლონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს ჭკუა და მათ ხალხზე ზეწოლისგან თავი შეიკავონ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე IPSOS-ის კვლევას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ კვლევით დასტურდება ის, რასაც დიდი ხანია ხელისუფლების წარმომადგენ...

ააა

1763201844

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, წლე...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1763201708

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ჟენ იოუცუნმა უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრ...

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

1763199330

ახალი ამბები

პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგი...

პროკურატურა