პრემიერი: ნარკოტიკული დანაშაული სენია, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვექნება ხელშესახები, დადებითი ცვლილებები ამ მიმართულებით

ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, მიგრაციაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძეს იმ საქმიანობისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით გასწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული თვეების განმავლობაში.

„შედეგები არის ნამდვილად შთამბეჭდავი სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება, მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და დღესაც 97 პირი იქნა დაკავებული სწორედ ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით, ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით. განსაკუთრებით ნარკოტიკული დანაშაული არის ნამდვილი სენი, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილად გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვექნება ხელშესახები, დადებითი ცვლილებები ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ, მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ მიგრაციის მიმართულებითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო დროინდელი შედეგები არის შთამბეჭდავი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771406688

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - 15 699 პირი სარგებლობს შრომითი ბინადრობის ნებართვით, წილი არის 14,6% - დასაქმების სფეროში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და ეს განაპირობებს შრომით მიგრაციას საქართველოში

„15 699 პირი სარგებლობს შრომითი ბინადრობის ნებართვით, წილი არის 14,6%“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა. პრემიერის თ...

ირაკლი კობახიძე

1771406403

საზოგადოება

პრემიერი: შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი

შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448...

 ირაკლი კობახიძე

1771406333

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გასული 12 თვის განმავლობაში გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, ჩვენი გეგმის მიხედვით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა

დაახლოებით 20 ათასი პირი იმყოფება საქართველოში არალეგალურად, თუმცა ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგად, ეს მაჩვენებელი დაზუსტდება, არ ვფიქრობთ, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები შევა საერთო სურათში, თუმცა ძალი...

ირაკლი კობახიძე

1771406245

საზოგადოება

პრემიერი: მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე იყო უამრავი სპეკულაცია, რომლებსაც უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ წაგვლეკავდნენ უცხოელი მიგრანტები

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე იყო უამრავი სპეკულაცია, რომლებსაც უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ წაგვლეკავდნენ უცხოელი მიგრანტები, საქართველოში მოკლევადიანი ბ...

ირაკლი კობახიძე

1771405707

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე

საქართველოში ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. როგორც მთავრობის...

ირაკლი კობახიძე