პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, დათესვა მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, დათესვა მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას „მეთადონს“, „ჰეროინს“, „სუბოტექსს“, „გამომშრალ მარიხუანას“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „მცენარე კანაფს“ და „ნედლ მარიხუანას“.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) 260 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის „ა“, მეხუთე ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779362755

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოში, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე ზ. მ.-ის (მისამართი: წყალტუბო, სოფელი მაღლაკი) აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. ინ...

აგროქიმიკატები

1779361537

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი - ბაჩო ახალაია თან ამბობს, რომ უდანაშაულოა და თან პირდაპირ დამხობაზე ოცნებობს, რისი დამხობის უნარი აქვთ, ეს სხვა საკითხია

„ბაჩო ახალაია თან ამბობს, რომ უდანაშაულოა და თან პირდაპირ დამხობაზე ოცნებობს, რისი დამხობის უნარი აქვთ, ეს სხვა საკითხია“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რ...

რატი იონათამიშვილი:

1779360073

ახალი ამბები

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ხაბეიშვილის ბრალდების საქმეზე 339-ე მუხლი გადაკვალიფ...

 ლევან ხაბეიშვილი

1779359794

ახალი ამბები

ნათია თურნავამ ეკონომიკურ ფორუმში - „საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა - გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“ მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ეკონომიკურ ფორუმში „საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა-გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“  მონაწილეობა მიიღო. ფორუმის ფარგლებში გამართულ დი...

ნათია თურნავა

1779356185

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: 26 მაისს კიდევ ერთხელ, ხალხმრავლობით დავადასტურებთ, რომ ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში უნდა მიიღებოდეს

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ფსკერის ფსკერს ყოველ განცხადებასა და ქმედებაში სცდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი თქმით,...

არჩილ გორდულაძე