სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოში, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე ზ. მ.-ის (მისამართი: წყალტუბო, სოფელი მაღლაკი) აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ანალოგიური დარღვევები გამოავლინა ხონშიც; ინდივიდუალური მეწარმე ი. ს. (მისამართი: ხონი, ჭავჭავაძის ჩიხი-1, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) და ფიზიკური პირი დ. გ. (მისამართი: ხონი, ჭავჭავაძის N1) ასევე რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე ახდენდნენ აგროქიმიკატების რეალიზაციას.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალათ.
2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა.
სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1779354427
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ყაზახეთს შორის ა...
1779352690
ახალი ამბებიგურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას კაცი ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ავარია მოხდა, რის შედეგადაც კაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიღე...
1779352486
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე დანიაში აქციის დარბევაზე: არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა
არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დანიაში აქციის...
1779350741
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ICG-ს ანალიტიკურ მასალაში ევრობიუროკრატებს პრაგმატიზმისკენ მოუწოდებენ, ეუბნებიან, რომ საქართველო მართალია, იქნებ ჭკუას მოუხმოთ და სწორი ნაბიჯები გადადგათო
დამოუკიდებელი ორგანიზაციის, „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის“ (ICG) ანალიტიკურ მასალაში ევრობიუროკრატებს პრაგმატიზმისკენ მოუწოდებენ. „სტატიაში საქართველოს მოქმედება სრულად გამართლებულია, ქვეყანა იმ ნაბი...
1779348768
ახალი ამბებიზაზა შათირიშვილი: ნამდვილად „რაღაც დალპა დანიის სამეფოში“, როგორ ცინიკურადაც არ უნდა იყენებდნენ ამ ფრაზას ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო წერილის შეფასებებისას
ნამდვილად „რაღაც დალპა დანიის სამეფოში“, როგორ ცინიკურადაც არ უნდა იყენებდნენ ამ ფრაზას ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო წერილის შეფასებებისას. მეტიც, „რაღაც დალპა“ არა მ...






























