ნათია თურნავამ ეკონომიკურ ფორუმში - „საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა - გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“ მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ეკონომიკურ ფორუმში „საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა-გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“  მონაწილეობა მიიღო.

ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საბანკო სექტორის მაჩვენებლებზე, რომელიც მაღალი მდგრადობითა და სწრაფი განვითარებით გამოირჩევა, რაც არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან დადებითად არის შეფასებული.

„საქართველოს ფინანსური სისტემა მაღალი გამჭვირვალობით გამოირჩევა. თუ შევხედავთ მის პარამეტრებს და შევადარებთ რეგიონის ან ევროპის ქვეყნებს, ჩვენი ბანკები არიან ერთ-ერთი ყველაზე უკეთ კაპიტალიზებული, გვაქვს ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, აქტივების მაღალი ხარისხი (უმოქმედო სესხების წილი ისტორიულ მინიმუმზეა-2.5%) და ჯანსაღი მოგებიანობა, რაც მდგრადობის ფუნდამენტური წინაპირობაა. მიმდინარე მდგომარეობით აქტივები 108 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც მშპ-ს 100%-ზე მეტია. ძლიერია საკრედიტო აქტივობაც, ხოლო ანაბრების მოცულობამ თითქმის 70 მლრდ ლარის ექვივალენტს მიაღწია. ნიშანდობლივია, რომ მათ შორის საშუალოდ 20%-25% არარეზიდენტები არიან, რომლებიც ქართულ ბანკებს არჩევენ დანაზოგებისთვის, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია. ცხადია, ამ შედეგს ქვეყანაში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ასევე სებ-ის სწორი, ეფექტიანი და დაბალანსებული პოლიტიკა განაპირობებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საბანკო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალური ტურბულენტობა, მათ შორის რეგიონშიც საბანკო სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მისივე თქმით, ყურადსაღებია ასევე ფინანსურ დოლარიზაციასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ბანკების რეგიონული გაფართოების აუცილებლობას. მისი შეფასებით, რეგიონულ ბაზრებზე გასვლა ქართულ საბანკო სექტორს შესაძლებლობას აძლევს გააფართოოს მომხმარებელთა ბაზა, მოახდინოს შემოსავლების წყაროების დივერსიფიკაცია და შეამციროს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე დამოკიდებულება.

„ბოლო წლებში საქართველომ რეგიონში ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ფინანსური სისტემა ჩამოაყალიბა. აღნიშნული დასტურდება იმით, რომ წამყვანი ქართული საბანკო ჯგუფები სულ უფრო აქტიურად აფართოებენ საქმიანობას რეგიონულ ბაზრებზე. ეს პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეული ბანკებისთვის, არამედ საქართველოს ფინანსური სექტორის საერთაშორისო პოზიციონირებისთვისაც. ქართული ბანკების წარმატებული რეგიონული გაფართოება აძლიერებს ქვეყნის, როგორც ფინანსური სერვისების ჰაბის რეპუტაციას. ამასთან, იგი ხელს უწყობს რეგიონში ფინანსური კავშირების გაღრმავებასა და საქართველოს ეკონომიკის უფრო მჭიდრო ინტეგრაციას რეგიონულ ბაზრებთან“, - დასძინა ნათია თურნავამ.

პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე და საქართველოსა და სომხეთში Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი დავით ზღუდაძე. ღონისძიების მოდერატორი „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი იყო.

დისკუსიაში ფორუმის ფორმატში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, დამფუძნებლები და პარტნიორები. ასევე აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779352486

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე დანიაში აქციის დარბევაზე: არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა

არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დანიაში აქციის...

არჩილ გორდულაძე

1779350741

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ICG-ს ანალიტიკურ მასალაში ევრობიუროკრატებს პრაგმატიზმისკენ მოუწოდებენ, ეუბნებიან, რომ საქართველო მართალია, იქნებ ჭკუას მოუხმოთ და სწორი ნაბიჯები გადადგათო

დამოუკიდებელი ორგანიზაციის, „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის“ (ICG) ანალიტიკურ მასალაში ევრობიუროკრატებს პრაგმატიზმისკენ მოუწოდებენ. „სტატიაში საქართველოს მოქმედება სრულად გამართლებულია, ქვეყანა იმ ნაბი...

თენგიზ შარმანაშვილი

1779348768

ახალი ამბები

ზაზა შათირიშვილი: ნამდვილად „რაღაც დალპა დანიის სამეფოში“, როგორ ცინიკურადაც არ უნდა იყენებდნენ ამ ფრაზას ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო წერილის შეფასებებისას

ნამდვილად „რაღაც დალპა დანიის სამეფოში“, როგორ ცინიკურადაც არ უნდა იყენებდნენ ამ ფრაზას ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო წერილის შეფასებებისას. მეტიც, „რაღაც დალპა“ არა მ...

ზაზა შათირიშვილი

1779347744

მსოფლიო

POLITICO-ს ცნობით, ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდა, ევროპარლამენტარ ბას ეიკჰაუტთან „შეუფერებელი ურთიერთობის“ გამო სკანდალში გაეხვა

ევროპარლამენტში „მწვანეების“ ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა ბას ეიკჰაუტმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც აღიარა, რომ ჰქონდა „ურთიერთობები“, რომლებიც მის თანამდებობას არ შეეფერებოდა. ინფორმაციას POLITICO...

 ევროპარლამენტარი ლენა შილინგი,

1779345515

ახალი ამბები

ბრალდებულმა ქუთაისში ცივი იარაღის გამოყენებით კაცს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და მიიმალა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგ...

1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს