პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, 4,724 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, რომელიც რეალიზაციის მიზნით15 შეკვრად დააფასოვა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1760967151
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ჩეხეთსა და გერმანიაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინის...
1760966196
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7076 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7079 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1760965585
საზოგადოებაცოტნე ანანიძე: გახარიას პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური რეინკარნაციის მცდელობა, რომელიც ძალიან რთულია იმ გზის შემდეგ, რაც ამ პარტიამ გაიარა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც ისინი აპირებენ როგორც პარლამენტის, ასევე ს...
1760961915
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატუ...
1760952917
საზოგადოებასოზარ სუბარი: „დიფ სთეითისგან“ მართული სახელმწიფოები ვერ ეგუებიან საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან მიჩვეულები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ისეთ მთავრობებს, რომლებიც თითის ერთ დაქნევაზე ასრულებდნენ მათ ნება-სურვილს
„სამწუხაროდ, ბოლო წლებში ვხედავთ ძალიან მტრულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ ევროკავშირის ბევრი სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან. ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, ეს არის „დიფ სთეითი“ და მის მი...