მარიამ ქვრივიშვილმა „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლებს პროფესიული დღე - საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების საერთაშორისო დღე მიულოცა.

„საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების (ავიამეთვალყურეების) საერთაშორისო დღეს გილოცავთ „საქაერონავიგაციაში“ მომუშავე თითოეულ სპეციალისტს, რომლებიც საქართველოს საჰაერო სივრცეში ასობით ფრენის უსაფრთხოებას ყოველდღიურად უზრუნველყოფთ. ავიამეთვალყურის პროფესია ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობად ითვლება: თქვენი საქმიანობა სიზუსტეს, სრულ კონცენტრაციას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს - თქვენს ხელშია როგორც საჰაერო ხომალდების, ისე ათასობით ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოება. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მაღალკვალიფიციურ მონაწილეობას ქვეყნის საჰაერო ნავიგაციის სერვისების და შესაბამისად, საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაში და მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის“, - ნათქვამია მილოცვაში.

მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამჟამად საქართველოს საჰაერო სივრცეს 149 ავიამეთვალყურე ემსახურება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში გვყავს უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტთა გუნდი. მათი პროფესიონალიზმი აღიარებულია საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მიერ. ისინი მზად არიან იმ ახალი გამოწვევებისთვის, რასაც მუდმივად მზარდი საავიაციო ინდუსტრია მათ უყენებს. ყოველწლიურად იზრდება როგორც საქართველოში შემოსული ავიაკომპანიების, ისე საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულებული ფრენების რაოდენობა. ამ პროცესში ავიამეთვალყურეების როლი და პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერი საქმიანობის შედეგია, რომ საქართველოს ცა დღეს უსაფრთხოა“, - ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760972533

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: გახარიას პარტიის რეიტინგი დავიდა თითქმის ნულამდე, მისივე არასწორი და არათანმიმდევრული ნაბიჯების გამო

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ გახარიას პარტიას პარლამენტი არც არასდროს დაუტ...

ააა

1760970559

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: როგორც ჩანს, შიგნითაც ძალიან მკაფიო ერთობაა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობას, მთლიანად აღებულს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერდეს

როგორც ჩანს, შიგნითაც ძალიან მკაფიო ერთობაა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობას, მთლიანად აღებულს არ უნდა შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამ...

ლევან მახაშვილი

1760967913

საზოგადოება

მარიამ ლაშხი განათლების რეფორმაზე: თუ ვინმეს, რაიმე ტიპის შენიშვნა, შესწორება, ან უკეთესი ხედვა აქვს ამისთვის არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები და პარლამენტი, სადაც პოლიტიკოსები უნდა ისხდნენ და საუბრობდნენ იმ რეფორმის გაუმჯობესებაზე

„უკვე სასაცილოა ეს მავნებლობა, რასაც ისინი აკეთებენ და ტერმინის რუსულის ყველაფერზე გამოყენება არის მავნებლობასთან ერთად უჭკუობაც“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის...

მარიამ ლაშხი

1760967151

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ჩეხეთსა და გერმანიაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინის...

მიხეილ ყაველაშვილი

1760966196

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7076 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7079 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარი, ვალუტა