ლევან მაჭავარიანი: ახლა განათლების რეფორმასაც რუსულს უწოდებენ, როდესაც მთავარი ამოცანაა, რომ 3-4 წელიწადში ჩვენი განათლების სისტემა პასუხობდეს ყველა თანამედროვე გამოწვევას

„ახლა განათლების რეფორმასაც „რუსულ რეფორმას” უწოდებენ, როდესაც მთავარი ამოცანაა, რომ სულ რაღაც 3-4 წელიწადში ჩვენი განათლების სისტემა იყოს ძალიან თანამედროვე და პასუხობდეს ყველა თანამედროვე გამოწვევას”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, მთავარი ამოცანაა საქართველოში სტუდენტებს ჰქონდეთ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება იმ დონეზე, როგორ დონეზეც შეიძლება ევროპაში მიიღონ.
„მართლმადიდებლურ შობას რუსული შობა დაარქვეს მათმა რუპორებმა, ბატონმა ბუღაძემ და ა.შ. რუსული კანონი, რაზეც ისტერია იყო ატეხილი და მას მერე ორი წელი გავიდა. აბსოლუტურად ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, დარწმუნდა, რომ ესეც ჩვეულებრივად სისულელე იყო და ცდილობდნენ იარლიყის მიკერებით ამ კანონის გარუსულებას.
ახლა განათლების რეფორმასაც რუსულ რეფორმას უწოდებენ, როდესაც მთავარი ამოცანაა, რომ სულ რაღაც 3-4 წელიწადში ჩვენი განათლების სისტემა იყოს ძალიან თანამედროვე და პასუხობდეს ყველა თანამედროვე გამოწვევას და საქართველოში სტუდენტებს ჰქონდეთ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება იმ დონეზე, როგორ დონეზეც შეიძლება მიიღონ ევროპაში“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
1760975251
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: განათლების რეფორმის კონცეფციაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული მანიპულაციური, აზრს მოკლებული განცხადებები, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს სათქმელი არაფერი აქვთ
„რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული პირები აჟღერებენ სრულიად უსაფუძვლო, აბსურდულ ბრალდებებს უმაღლესი განათლების რეფორმის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მიუღებელია იმ ადამია...
1760972533
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: გახარიას პარტიის რეიტინგი დავიდა თითქმის ნულამდე, მისივე არასწორი და არათანმიმდევრული ნაბიჯების გამო
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ გახარიას პარტიას პარლამენტი არც არასდროს დაუტ...
1760970559
ახალი ამბებილევან მახაშვილი: როგორც ჩანს, შიგნითაც ძალიან მკაფიო ერთობაა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობას, მთლიანად აღებულს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერდეს
როგორც ჩანს, შიგნითაც ძალიან მკაფიო ერთობაა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობას, მთლიანად აღებულს არ უნდა შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამ...
1760967913
საზოგადოებამარიამ ლაშხი განათლების რეფორმაზე: თუ ვინმეს, რაიმე ტიპის შენიშვნა, შესწორება, ან უკეთესი ხედვა აქვს ამისთვის არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები და პარლამენტი, სადაც პოლიტიკოსები უნდა ისხდნენ და საუბრობდნენ იმ რეფორმის გაუმჯობესებაზე
„უკვე სასაცილოა ეს მავნებლობა, რასაც ისინი აკეთებენ და ტერმინის რუსულის ყველაფერზე გამოყენება არის მავნებლობასთან ერთად უჭკუობაც“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის...
1760967191
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილმა „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლებს პროფესიული დღე - საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების საერთაშორისო დღე მიულოცა. „საჰაერ...