გურამ მაჭარაშვილი: გახარიას პარტიის რეიტინგი დავიდა თითქმის ნულამდე, მისივე არასწორი და არათანმიმდევრული ნაბიჯების გამო

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ გახარიას პარტიას პარლამენტი არც არასდროს დაუტოვებია, ისინი უბრალოდ ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ.

„თუ პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, არ გამოდიოდნენ და მიზეზად ასახელებდნენ, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი, ახლა რომელი რიცხვიდან გახდა ლეგიტიმური?“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა და განმარტა, რომ გახარიას პარტიის გადაწყვეტილება, ბოიკოტის რეჟიმის დასრულებასთან დაკავშირებით, მათი პარტიის რეიტინგის დავარდნას უკავშირდება.

„პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ გახარია რეალურად არც შესულა და არც გამოსულა არსად, ის და მისი პარტია იყვნენ პარლამენტში, თუმცა ბოიკოტის რეჟიმში და ამბობდნენ, რომ პარლამენტი ლეგიტიმური არ იყო. მოდით დავუსვათ კითხვა გახარიას და მის წარმომადგენლებს - როდიდან გახდა ეს პარლამენტი მათთვის და მათი პატრონებისთვის ლეგიტიმური?

ანუ თუ პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, არ გამოდიოდნენ და მიზეზად ასახელებდნენ, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი, ახლა რომელი რიცხვიდან გახდა ლეგიტიმური? ამ შემთხვევაში ეს არაფერ შუაშია, ზოგადად, კარგად ვიცით, რომ მისი პარტიის რეიტინგი დავიდა თითქმის ნულამდე, მისივე არასწორი და არათანმიმდევრული ნაბიჯების გამო. თვითონ გაიქცა გერმანიაში და შემდეგ იქ ყოფნის მიზეზად თქვა, რომ რაღაც მოლაპარაკებებზეა რამდენიმე თვეა უკვე. საინტერესოა რა მოლაპარაკებებშია ამ რამდენიმე თვის განმავლობაში - რაიმე საერთაშორისო პრობლემებს წყვეტს და მსოფლიო გამოწვევებს ებრძვის თუ რა? ორი თუ სამი თვეა წასულია და საინტერესოა ეს საკითხი. ამ დიდი მოლაპარაკებების პარალელურად, მან ნახა, რომ პარტიის რეიტინგი ნულამდეა დასული და იფიქრა, იქნებ პარლამენტში შესვლამ უშველოს. ეს არის იმ გადაწყვეტილების ახსნა, რაც მიიღო გახარიამ,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760975251

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: განათლების რეფორმის კონცეფციაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული მანიპულაციური, აზრს მოკლებული განცხადებები, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს სათქმელი არაფერი აქვთ

„რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული პირები აჟღერებენ სრულიად უსაფუძვლო, აბსურდულ ბრალდებებს უმაღლესი განათლების რეფორმის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მიუღებელია იმ ადამია...

გივი მიქანაძე

1760973278

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ახლა განათლების რეფორმასაც რუსულს უწოდებენ, როდესაც მთავარი ამოცანაა, რომ 3-4 წელიწადში ჩვენი განათლების სისტემა პასუხობდეს ყველა თანამედროვე გამოწვევას

„ახლა განათლების რეფორმასაც „რუსულ რეფორმას” უწოდებენ, როდესაც მთავარი ამოცანაა, რომ სულ რაღაც 3-4 წელიწადში ჩვენი განათლების სისტემა იყოს ძალიან თანამედროვე და პასუხობდეს ყველა თანამედროვე გამოწვევას...

ლევან მაჭავარიანი

1760970559

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: როგორც ჩანს, შიგნითაც ძალიან მკაფიო ერთობაა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობას, მთლიანად აღებულს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერდეს

როგორც ჩანს, შიგნითაც ძალიან მკაფიო ერთობაა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობას, მთლიანად აღებულს არ უნდა შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამ...

ლევან მახაშვილი

1760967913

საზოგადოება

მარიამ ლაშხი განათლების რეფორმაზე: თუ ვინმეს, რაიმე ტიპის შენიშვნა, შესწორება, ან უკეთესი ხედვა აქვს ამისთვის არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები და პარლამენტი, სადაც პოლიტიკოსები უნდა ისხდნენ და საუბრობდნენ იმ რეფორმის გაუმჯობესებაზე

„უკვე სასაცილოა ეს მავნებლობა, რასაც ისინი აკეთებენ და ტერმინის რუსულის ყველაფერზე გამოყენება არის მავნებლობასთან ერთად უჭკუობაც“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის...

მარიამ ლაშხი

1760967191

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლებს პროფესიული დღე - საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების საერთაშორისო დღე მიულოცა. „საჰაერ...

მარიამ ქვრივიშვილი