პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1.0973 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“, რომლის ნაწილს რეალიზაციის მიზნით ინახავდა პირადად, ხოლო ნაწილს ბათუმში, მის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები სამართალდამცველებმა ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760966196

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7076 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7079 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარი, ვალუტა

1760965585

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: გახარიას პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური რეინკარნაციის მცდელობა, რომელიც ძალიან რთულია იმ გზის შემდეგ, რაც ამ პარტიამ გაიარა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც ისინი აპირებენ როგორც პარლამენტის, ასევე ს...

ცოტნე ანანიძე

1760960224

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატ...

პროკურატურა

1760952917

საზოგადოება

სოზარ სუბარი: „დიფ სთეითისგან“ მართული სახელმწიფოები ვერ ეგუებიან საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან მიჩვეულები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ისეთ მთავრობებს, რომლებიც თითის ერთ დაქნევაზე ასრულებდნენ მათ ნება-სურვილს

„სამწუხაროდ, ბოლო წლებში ვხედავთ ძალიან მტრულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ ევროკავშირის ბევრი სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან. ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, ეს არის „დიფ სთეითი“ და მის მი...

სოზარ სუბარი

1760950477

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი გერმანიასა და ჩეხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიასა და ჩეხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს - ალექსანდრე კარტოზიას და რუსლან აბაშიძეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დიპლ...

პრემიერ-მინისტრი