პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, ნარკოტიკული საშუალებები 592,07 გრ. „მდმა“, 761,8 გრ. კლეფედრონი და 382,2 გრ. ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა) და 263-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
1764840764
ახალი ამბებივოლსკი: საქართველოს მხრიდან „მეგობარი აქტის“ მომზადების პროცესში ჩართული არიან ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ „ნაცმოძრაობას“, რომელთა ლიდერები ტრამპს და სხვა საკვანძო ფიგურებს უწოდებდნენ რუსეთის აგენტებს
ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში „MEGOBARI აქტის“ დამატების დაბლოკვა მოსალოდნელი იყო - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“. გამოცემა The Hill წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეროვნული თავდაცვის ავ...
1764838088
საზოგადოებაკანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით საქართველო სახელმწიფოებს შორის მსოფლიოში მე-19 ადგილზეა და ევროკავშირის წევრ მხოლოდ 4 ქვეყანას ჩამორჩება
გლობალური გამოკითხვების ანალიტიკურმა ცენტრმა, ამერიკულმა ორგანიზაცია Gallup -მა 2025 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსის მიხედვით საქართველომ შეფასების 100 ბალიანი სისტემით 88 ქულა...
1764837255
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: რუსეთი დონეცკსა და ლუჰანსკს ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიები „ნებისმიერ შემთხვევაში გათავისუფლდება“. „ყველაფერი ამისკენ მიდის. ან შეია...
1764835414
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ ჩაგდებაზე: ეს უნდა შეფასდეს როგორც ამერიკის პრაგმატული ნაბიჯი და არ არის შორს ის დღე, როდესაც სტრატეგიული ურთიერთობები აღდგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ ჩაგდებას აფასებს. თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ეს ფატი უნდა შეფასდეს როგორც პრაგმატულ...
1764832217
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ორკესტრირებული თავდასხმა გრძელდება, თამაშში Washington Examiner-ი ერთვება, სტატიის ავტორია ვინმე ანი ჩხიკვაძე, რომელიც „ამერიკის ხმაში“ მუშაობდა, სერტიფიცირებული აგენტია
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით Washington Examiner-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება. მისი განცხადებით, BBC-ის ცილისწამების შემდეგ,...



























