თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ ჩაგდებაზე: ეს უნდა შეფასდეს როგორც ამერიკის პრაგმატული ნაბიჯი და არ არის შორს ის დღე, როდესაც სტრატეგიული ურთიერთობები აღდგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ ჩაგდებას აფასებს. თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ეს ფატი უნდა შეფასდეს როგორც პრაგმატული ნაბიჯი ამერიკის მხრიდან.
ამასთან, დეპუტატი იმედოვნებს, რომ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობა მალე აღდგება.
„ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან დესტრუქციული ნაბიჯები უკვე აღარ იდგმება, არის ძალიან პრაგმატული პოლიტიკა, რაც თავისთავად, გასახარია. ყველა ისეთი აქტი, რომელმაც შეიძლება, ჩვენს მომავალ ურთიერთობებს ან მათ გაუმჯობესებას ხელი შეუშალოს, იბლოკება. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რა პროცესები მიმდინარეობდა საქართველოში, ვინ უწყობდა ამას ხელს; ბაიდენის ადმინისტრაციამ როგორ აურია ეს ურთიერთობები აქაური „ენჯეოების“, ასევე პოლიტიკური ორგანიზაციების ხელითა და მეშვეობით, რომლებიც რეალურად აგენტურას წარმოადგენენ და არა პოლიტიკურ ორგანიზაციებს.
ასე რომ, ეს უნდა შეფასდეს როგორც ამერიკის პრაგმატული ნაბიჯი და არ არის შორს ის დღე, როდესაც სტრატეგიული ურთიერთობები აღდგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან”, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივა, რომელზეც ოპოზიცია იმედებს ამყარებს, ისევ ჩავარდა. ამერიკული გამოცემა The Hill-ი წერს, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნმა უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის პირადი თხოვნა, რომ წინ წაეწია კანონპროექტი საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
1764828129
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ვენაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაში მონაწილეობს
ვენაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრა იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით მიმართავს საბჭოს სესიის მონაწილეებს. საგარეო უწყების ხელმძ...
1764827224
ახალი ამბებიმაია ნიკოლეიშვილი: როცა საუბრობ იმაზე, რაც არ იცი, მაგრამ იცი, რომ ამას შენი ქვეყნისთვის მოჰყვება ცუდი შედეგი, ეს არის უკვე მავნებლური უპასუხისმგებლობა და თუ ამის უკან კონკრეტული მიზანია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული
შენ საუბრობ იმაზე, რაც არ იცი, მაგრამ აუცილებლად იცი, რომ ამას საქართველოსთვის, შენი ქვეყნისთვის, მოჰყვება შედეგი, ეს არის უკვე მავნებლური უპასუხისმგებლობა და თუ ამის უკან კონკრეტული მიზანია, როცა ამდ...
1764826346
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი შტურმის დაგმობაზე
„ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი...
1764825074
მსოფლიოგაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან უკრაინელი ბავშვების დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვს
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დააბრუნონ გატაცებული უკრაინელი ბავშვები. რეზოლუციას 91-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის, საქა...
1764823586
ახალი ამბებიმაჭავარიანი BBC-ის საგამოძიებო ფილმის შესახებ: როგორც კი იგრძნეს პასუხისმგებლობა იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება არის დაწყებული, ყველამ უკან დაიხია და რასაც თავდაპირველად აცხადებდნენ, ახლა აბსოლუტურად საწინააღმდეგოს საუბრობენ
„გულდასაწყვეტია, რომ ასეთი რეპუტაციის მქონე ტელევიზია ამას კადრულობს, ასეთი იაფფასიანი ქმედებები არავის მხრიდან აღარ არის გასაკვირი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოა...































