კახა კალაძე: საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინისადმი თანადგომას გამოხატავს, ასეც უნდა იყოს, ჩვენ უკრაინელ ხალხს მეგობრად ვთვლით

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა გაეროში, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ჩატარებულ კენჭისყრას, სადაც საქართველომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

მისივე განმარტებით, მიუხედავად საქართველოს წინააღმდეგ მთელი რიგი კამპანიებისა და კრიტიკისა, ქართველები უკრაინელ ხალხს გვერდით უდგანან.

„ჩვენი მხრიდან ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინისადმი მხოლოდ მხარდაჭერას და თანადგომას გამოვხატავდით. აღარ ვისაუბრებ იმაზე, როგორი დამოკიდებულება გვქონდა საქართველოში მყოფ უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების მიმართ, რა ბენეფიტები ჰქონდათ მათ. ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ უკრაინელ ხალხს მეგობრად ვთვლით, შესაბამისად გული გვტკივა, როცა ვხედავთ იმ მდგომარეობაში, რაშიც იმყოფებიან. სამწუხაროა, რომ მთელი რიგი კამპანია მიმდინარეობდა, კეთდებოდა მოწოდებები, რომ საქართველოც ჩართულიყო აღნიშნულ უბედურებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს მისამართით წამოსული კრიტიკა და ნეგატივი არაფორმალური მმართველებისა და მათი მიერ გაცემული დავალებებიდან გამომდინარეა.

„რომ არა ჩვენი მტკიცე პოზიცია და ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯები, ალბათ, საქართველოშიც გვექნებოდა იგივე მძიმე სიტუაცია. ვფიქრობ, რომ ჩვენ მიმართ კრიტიკა მოდის არაფორმალური მმართველებისგან, მათი მხრიდან გაიცემა დავალებები, ისინი იყენებენ უკრაინის ხელისუფლებას, ასევე, ევროპელ ბიუროკრატებს, თავს ესხმიან ქართველ ხალხს, ჩვენს სუვერენიტეტს და ა. შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764835414

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ ჩაგდებაზე: ეს უნდა შეფასდეს როგორც ამერიკის პრაგმატული ნაბიჯი და არ არის შორს ის დღე, როდესაც სტრატეგიული ურთიერთობები აღდგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ ჩაგდებას აფასებს. თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ეს ფატი უნდა შეფასდეს როგორც პრაგმატულ...

თენგიზ შარმანაშვილი

1764832217

ახალი ამბები

ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ორკესტრირებული თავდასხმა გრძელდება, თამაშში Washington Examiner-ი ერთვება, სტატიის ავტორია ვინმე ანი ჩხიკვაძე, რომელიც „ამერიკის ხმაში“ მუშაობდა, სერტიფიცირებული აგენტია

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით Washington Examiner-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება. მისი განცხადებით, BBC-ის ცილისწამების შემდეგ,...

ვახტანგ თოფურია

1764831177

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრ...

ნარკოტიკი

1764829669

ახალი ამბები

ექიმი პიმენ ყურაშვილი BBC-ის ინფორმაციაზე: თვითონვე ამბობენ ავტორები, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად, შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა

კონექტიკუტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, „საზოგადოება ქართულის“ წევრი, ექიმი პიმენ ყურაშვილი, აფასებს სამედიცინო კვლევას, რომელსაც BBC-ის მიერ გავრცელებული სიუჟეტი ეყრდნობა, სადაც საუბარია გასულ...

ექიმი პიმენ ყურაშვილი

1764829286

ახალი ამბები

მაჭავარიანი ბრიუსელის კორუფციულ სკანდალზე: ეს არის ცინიზმის მწვერვალი, როდესაც გვმოძღვრავდნენ, რომ თითქოს, გამჭვირვალობა ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებას, მაგრამ ახლა გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰბაძავენ ევრობიუროკრატები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში მომხდარ კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს ფაქტი კარგი მაგალითია საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომე...

ლევან მაჭავარიანი