კანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით საქართველო სახელმწიფოებს შორის მსოფლიოში მე-19 ადგილზეა და ევროკავშირის წევრ მხოლოდ 4 ქვეყანას ჩამორჩება

გლობალური გამოკითხვების ანალიტიკურმა ცენტრმა, ამერიკულმა ორგანიზაცია Gallup -მა 2025 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსი გამოაქვეყნა.

ინდექსის მიხედვით საქართველომ შეფასების 100 ბალიანი სისტემით 88 ქულა აიღო, 144 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 22-ე პოზიციაზე გავიდა, სახელმწიფოებს შორის კი მსოფლიოში მე-19 ადგილი დაიკავა გერმანიასთან, პორტუგალიასთან, შვედეთთან და ესტონეთთან ერთად თანაბარი ქულით.

ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რათა შეაფასოს ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი პირადი გამოცდილება დანაშაულთან და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებით.

რესპონდენტები პასუხს სცემენ ოთხ კითხვაზე:

გრძნობთ თავს უსაფრთხოდ ღამით მარტო სიარულის დროს თქვენს ქალაქში ან უბანში?

ენდობით თუ არა ადგილობრივ პოლიციას თქვენს ქალაქში ან უბანში?

ბოლო 12 თვის განმავლობაში, მოგპარეს თუ არა ფული ან ქონება თქვენგან ან ოჯახის სხვა წევრისგან?

ბოლო 12 თვის განმავლობაში, გქონიათ თუ არა თავდასხმა ან ძარცვა?

საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, OCED-ის, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 30 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ირლანდია, ესპანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი, ისრაელი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა.

რეიტინგში საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრი მხოლოდ 4 სახელმწიფო: ნორვეგია, ავსტრია, დანია და ფინეთი.

ანალიტიკური ცენტრი Gallup-ი ერთ-ერთია საერთაშორისოდ აღიარებულ იმ 35-მდე შემფასებელ პროექტსა და ორგანიზაციას შორის, რომელსაც მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორები ეფუძნება.

მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების ბოლო ანგარიშის ფარგლებში Gallup-მა საქართველო კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შეიყვანა, კერძოდ კი გლობალური გამოკვლევის საფუძველზე - „არის თუ არა გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში“ საქართველოს ხელისუფლება კეთილსინდისიერებით მსოფლიოში მე-16 ადგილზე გავიდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764828819

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალ...

ნარკოტიკული საშუალება

1764828129

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ვენაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაში მონაწილეობს

ვენაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრა იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით მიმართავს საბჭოს სესიის მონაწილეებს. საგარეო უწყების ხელმძ...

მაკა ბოჭორიშვილი

1764827224

ახალი ამბები

მაია ნიკოლეიშვილი: როცა საუბრობ იმაზე, რაც არ იცი, მაგრამ იცი, რომ ამას შენი ქვეყნისთვის მოჰყვება ცუდი შედეგი, ეს არის უკვე მავნებლური უპასუხისმგებლობა და თუ ამის უკან კონკრეტული მიზანია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

შენ საუბრობ იმაზე, რაც არ იცი, მაგრამ აუცილებლად იცი, რომ ამას საქართველოსთვის, შენი ქვეყნისთვის, მოჰყვება შედეგი, ეს არის უკვე მავნებლური უპასუხისმგებლობა და თუ ამის უკან კონკრეტული მიზანია, როცა ამდ...

აააა

1764826346

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი შტურმის დაგმობაზე

„ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი...

შალვა პაპუაშვილი

1764825074

მსოფლიო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან უკრაინელი ბავშვების დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დააბრუნონ გატაცებული უკრაინელი ბავშვები. რეზოლუციას 91-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის, საქა...

გაეროს გენერალური ასამბლეა