კახა კალაძე ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ: ეს არის მტრული აქტი და მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს იმას, რაც აღნიშნულ დოკუმენტში წერია

„დავიწყოთ იმით, რომ ეს არის მტრული აქტი, არანაირ მეგობრობასთან კავშირი არ აქვს იმას, რაც წერია აღნიშნულ დოკუმენტში, ყველაფერი ტყუილზე არის დაფუძნებული - არანაირი რეალობა, არანაირი სიმართლე“, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებთან აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივის ჩავარდნის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ტყუილებზეა დაფუძნებული და მისი მიღება ძალიან მძიმე იქნებოდა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის.

„ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უნდა დაიწყოს ახალი ფურცლით, უნდა მოხდეს გადატვირთვა. ის, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, იყო ძალიან მძიმე - ჩვენ უამრავი ტყუილი და სიბინძურე მოვისმინეთ საქართველოსთან დაკავშირებით, გამოვედით და პირდაპირ ვთქვით, რომ ჩვენი სურვილია, ურთიერთობები აღდგეს და დაიწყოს ახალი ფურცლით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ცხადია, თუ აქტის მიღება მოხდებოდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებით არის გაჯერებული, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე იქნებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764837255

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი დონეცკსა და ლუჰანსკს ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიები „ნებისმიერ შემთხვევაში გათავისუფლდება“. „ყველაფერი ამისკენ მიდის. ან შეია...

ვლადიმერ პუტინი

1764835414

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ ჩაგდებაზე: ეს უნდა შეფასდეს როგორც ამერიკის პრაგმატული ნაბიჯი და არ არის შორს ის დღე, როდესაც სტრატეგიული ურთიერთობები აღდგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ ჩაგდებას აფასებს. თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ეს ფატი უნდა შეფასდეს როგორც პრაგმატულ...

თენგიზ შარმანაშვილი

1764832217

ახალი ამბები

ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ორკესტრირებული თავდასხმა გრძელდება, თამაშში Washington Examiner-ი ერთვება, სტატიის ავტორია ვინმე ანი ჩხიკვაძე, რომელიც „ამერიკის ხმაში“ მუშაობდა, სერტიფიცირებული აგენტია

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით Washington Examiner-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება. მისი განცხადებით, BBC-ის ცილისწამების შემდეგ,...

ვახტანგ თოფურია

1764831177

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრ...

ნარკოტიკი

1764829669

ახალი ამბები

ექიმი პიმენ ყურაშვილი BBC-ის ინფორმაციაზე: თვითონვე ამბობენ ავტორები, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად, შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა

კონექტიკუტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, „საზოგადოება ქართულის“ წევრი, ექიმი პიმენ ყურაშვილი, აფასებს სამედიცინო კვლევას, რომელსაც BBC-ის მიერ გავრცელებული სიუჟეტი ეყრდნობა, სადაც საუბარია გასულ...

ექიმი პიმენ ყურაშვილი