ვოლსკი: საქართველოს მხრიდან „მეგობარი აქტის“ მომზადების პროცესში ჩართული არიან ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ „ნაცმოძრაობას“, რომელთა ლიდერები ტრამპს და სხვა საკვანძო ფიგურებს უწოდებდნენ რუსეთის აგენტებს

ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში „MEGOBARI აქტის“ დამატების დაბლოკვა მოსალოდნელი იყო - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

გამოცემა The Hill წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში „MEGOBARI აქტის“ დამატება წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის ინიციატივა იყო. ბოლო სამი თვის განმავლობაში სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნიმ აღნიშნული თხოვნა უკვე მეორედ დაბლოკა.

„ეს ხელისუფლება მარიონეტული ხელისუფლებით უნდა შეიცვალოს, ამას ემსახურება ეს ე.წ. მეგობარი აქტი. დაბლოკვა უმრავლესობის მიერ ეს რასაკვირველია არ მოხდებოდა ისე, რომ არ იყოს ეს შეთანხმება უმრავლესობის სხვა წევრებთან. საქართველოს მხრიდან მეგობარი აქტის მომზადების პროცესში ჩართული არიან ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ „ნაცმოძრაობას“, რომელთა ლიდერები სულ ახლახან ტრამპს და სხვა საკვანძო ფიგურებს უწოდებდნენ რუსეთის აგენტებს.

ზუსტად იციან ამის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების სენატშიც, შესაბამის სამსახურებშიც და დღეს ის ადამიანები პოზირებენ ფოტოებში ჯო უილსონთან ერთად და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მოკავშირედ წარმოადგენენ თავს.

პატარა საქართველოს უტევს არა ჯანსაღი ძალა და სამწუხაროდ ეს ძალა მხარდაჭერილია ბრიუსელიდან. ვფიქრობ, ანალოგიური მხარდაჭერა აღარ ექნებათ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციიდან“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764832217

ახალი ამბები

ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ორკესტრირებული თავდასხმა გრძელდება, თამაშში Washington Examiner-ი ერთვება, სტატიის ავტორია ვინმე ანი ჩხიკვაძე, რომელიც „ამერიკის ხმაში“ მუშაობდა, სერტიფიცირებული აგენტია

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით Washington Examiner-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება. მისი განცხადებით, BBC-ის ცილისწამების შემდეგ,...

ვახტანგ თოფურია

1764831177

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრ...

ნარკოტიკი

1764829669

ახალი ამბები

ექიმი პიმენ ყურაშვილი BBC-ის ინფორმაციაზე: თვითონვე ამბობენ ავტორები, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად, შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა

კონექტიკუტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, „საზოგადოება ქართულის“ წევრი, ექიმი პიმენ ყურაშვილი, აფასებს სამედიცინო კვლევას, რომელსაც BBC-ის მიერ გავრცელებული სიუჟეტი ეყრდნობა, სადაც საუბარია გასულ...

ექიმი პიმენ ყურაშვილი

1764829286

ახალი ამბები

მაჭავარიანი ბრიუსელის კორუფციულ სკანდალზე: ეს არის ცინიზმის მწვერვალი, როდესაც გვმოძღვრავდნენ, რომ თითქოს, გამჭვირვალობა ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებას, მაგრამ ახლა გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰბაძავენ ევრობიუროკრატები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში მომხდარ კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს ფაქტი კარგი მაგალითია საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომე...

ლევან მაჭავარიანი

1764828819

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალ...

ნარკოტიკული საშუალება