შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთმანეთისგან არსებითად აღარ განსხვავდებიან - ორივე ეს ინსტიტუცია იმართება ერთი პოლიტიკური ცენტრიდან, რომელსაც თავისი მავნე გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებით

„მე მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთმანეთისგან არსებითად აღარ განსხვავდებიან. ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მართავს ამ ორივე ინსტიტუციას და აქცევს იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მან აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაარღვია სუვერენიტეტის პრინციპი და ასამბლეაში ქართული დელეგაცია სწორედ ამიტომ აღარ მონაწილეობს.

„ორივე ინსტიტუციაში წამყვან ჯგუფს წარმოადგენს ევროპული სახალხო პარტია და სხვა ასეთი ჯგუფები და ორივე ეს ინსტიტუცია იმართება ერთი პოლიტიკური ცენტრიდან, რომელსაც თავისი მავნე გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებით. ამიტომაც არის, რომ ფაქტობრივად ეს არის ერთმანეთისგან გადაწერილი ტექსტები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომხსენებლები რაღაც ერთ „ჩატში“ არიან და მათ უზიარებენ და უგდებენ ტექსტებს, რომლებიც შემდეგ უნდა გაჟღერდეს სხვადასხვა რეზოლუციით თუ ტექსტით.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაირღვა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი - სუვერენიტეტი, რომ ხალხმა თავად გადაწყვიტოს, ვინ იყოს მათი ხელისუფალი, ამას PACE დღემდე არღვევს, ჩვენი დელეგაცია ამიტომაც არ მონაწილეობს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის შესახებაც ისაუბრა.

„შინაარსთან დაკავშირებით ხაზგასასმელია ერი რამ - რომ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია არის ევროპული ინსტიტუტის პირველი ოფიციალური ტექსტი, სადაც მოხდა ღია თავდასხმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე. ვფიქრობ, სხვა შემთხვევებიც რომ გავიხსენოთ, ევროპარლამენტს ასეთ დროს ყველაზე უხეშ, ყველაზე ანტიქართულ ნაბიჯებს ადგმევინებენ ხოლმე, ამ შემთხვევაშიც მოასინჯვინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე სამომავლო თავდასხმებისთვის.

თუკი აქამდე ეს თავდასხმები იყო ინდივიდუალური ხასიათის - გახსოვთ გერმანელი პოლიტიკოსი, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი, რომელიც თავს დაესხა ქართულ ეკლესიას. გახსოვთ სხვათა მსგავსი, ინდივიდუალური განცხადებები. დღეს ჩანს, რომ გადადიან ქართულ ეკლესიაზე თავდასხმის უკვე შემდეგ ეტაპზე და ევროპარლამენტს, როგორც ყველაზე მოძულებულ ინსტიტუციას, მოასინჯვინეს ნიადაგი.

ამიტომ ევროკომისია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში აქვე გაემიჯნოს მსგავს თავდასხმას. აქ პილატესავით ხელს ვერავინ დაიბანს ქართველი ხალხისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამ უმსგავსო ქცევაში. საქართველოს ეკლესიაზე ევროპარლამენტის მხრიდან თავდასხმისგან არგამიჯვნა ნიშნავს მასზე დათანხმებას და სწორედ ასე განვიხილავთ სამომავლოდ ამგვარ მიდგომებს“, - დასძინა შალვა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782375006

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები

ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკი...

შალვა პაპუაშვილი

1782373923

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის გ...

პროკურატურა

1782373847

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: პოლიტიკური გარდაცვალების პირას მისული რადიკალები კომიკურ სიტუაციაში არიან, ერთმანეთს უთხრიან ძირს, არანაირი გეგმა არ აქვთ, ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდნენ

„პოლიტიკური გარდაცვალების პირას მისული რადიკალები კომიკურ სიტუაციაში არიან, ბოლო წლებში ისეთი შეცდომები დაუშვეს და ნაბიჯები გადადგეს თუ პატრონებმა გადაადგმევინეს, აქამდე რომ მივიდოდნენ, ძნელი ამოსაცნო...

თენგიზ შარმანაშვილმა.

1782373764

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტმა თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს, აღიაროს სუვერენიტეტი მთელ ტერიტორიაზე

პრაქტიკულად, ევროპარლამენტმა, თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ა...

შალვა პაპუაშვილი

1782371255

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 20 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებ...

 ნარკოდანაშაულის ბრალდებით