სოზარ სუბარი გენერალურ პროკურორს: რატომ ჭიანურდება ყინწვისის საქმეზე დაზარალებულების ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესი?
პარლამენტში გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ყინწვისის საქმეზე დაზარალებულთა უფლებების აღდგენისა და სამოქალაქო წესით ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესის გაჭიანურებაზე ისაუბრა და პროკურორს დამატებითი ყურადღებისკენ მოუწოდა.
„ჩემი კითხვა შეეხება „საქართველოს პარლამენტის 2003-2012 წლების რეჟიმისა და თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ საქმიანობის შედეგს. კომისიის ფარგლებში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საქართველოს პროკურატურასთან, ისევე, როგორც სხვა უწყებებთან. კომისიის მოსმენებმა გააცოცხლა ბევრი ადამიანის ტკივილი და კიდევ ერთხელ გვაჩვენა სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე, თუ როგორ არაადამიანურად ექცეოდა ის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ამ ადამიანების უფლებების აღდგენა, სამწუხაროდ, კიდევ შორსაა. ბევრი მათგანი დღემდე ეძებს სამართალს და, ხშირ შემთხვევაში, მათ რჩებათ განცდა, რომ როცა პროკურატურაში მიდიან, მათი პრობლემები სათანადოდ არ მიაქვთ გულთან (ვგულისხმობ კომისიაზე დაკითხულ ადამიანებს).
მესმის, რომ ზოგჯერ შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს ამ მრავალჭირგადატანილი ადამიანების განცდები, ამიტომ აქ არ დავასახელებ არც კონკრეტულ მომჩივანებს და არც კონკრეტულ პროკურორებს, უბრალოდ, მინდა, ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ამ ადამიანების მიმართ და მეტი გაკეთდეს მათი უფლებების აღდგენისთვის.
ერთ საქმეს დავასახელებ მაგალითისთვის და არა კონკრეტული რეაგირებისთვის - საუბარია ყინწვისის საქმეზე, ყველამ კარგად იცით ეს საქმე. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა შეთითხნილი ბრალდებები წარუდგინა და უსასტიკესად აწამა. გასაოცარია, სიკვდილს როგორ გადაურჩნენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ აწამეს და მოახდევინეს უკანონო პატიმრობა, არამედ წაართვეს ქონება. დღეს მათი საქმეები არის სასამართლოში და ითხოვენ მინიმალურ დონეზე მატერიალურ ანაზღაურებას. პროკურატურა ამ საქმეში ჩართულია, თუმცა, ჩემი აზრით, პროკურატურა ამ და სხვა მსგავს პროცესებზე დაზარალებულის ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს და მოპასუხე უნდა იყოს რომელიმე სხვა უწყება, მაგალითად, ეკონომიკის, ან ფინანსთა სამინისტრო.
ასეთი საქმეები, სამწუხაროდ, თვეობით ჭიანურდება, არ უჩანს დასასრული და ასეთი უფლებადარღვეული ბევრია. ჩემი თხოვნაც და მოწოდებაც არის, რომ თქვენმა უწყებამ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ და სხვა მსგავს საკითხებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
დეპუტატის კითხვებზე საპასუხოდ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ სწორედ პროკურატურის ინიციატივით ყინწვისის საქმეზე დაზარალებულების განაჩენები გადაისინჯა და გამამართლებელი განაჩენები დადგა. მისი თქმით, ამჟამად ისინი სამოქალაქო წესით ითხოვენ ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურებას და პროკურატურა კანონით ვალდებულია, ამ პროცესში სახელმწიფოს ინტერესებს წარმოადგენდეს.
1782375006
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები
ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკი...
1782373923
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის გ...
1782373847
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: პოლიტიკური გარდაცვალების პირას მისული რადიკალები კომიკურ სიტუაციაში არიან, ერთმანეთს უთხრიან ძირს, არანაირი გეგმა არ აქვთ, ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდნენ
„პოლიტიკური გარდაცვალების პირას მისული რადიკალები კომიკურ სიტუაციაში არიან, ბოლო წლებში ისეთი შეცდომები დაუშვეს და ნაბიჯები გადადგეს თუ პატრონებმა გადაადგმევინეს, აქამდე რომ მივიდოდნენ, ძნელი ამოსაცნო...
1782373764
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტმა თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს, აღიაროს სუვერენიტეტი მთელ ტერიტორიაზე
პრაქტიკულად, ევროპარლამენტმა, თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ა...
1782371255
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 20 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებ...































