პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 26,23306 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინს“, საიდანაც ნაწილი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სამ შეკვრად დააფასოვეს და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს. ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6,94716 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795609740

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრაზე გ...

მაკა ბოჭორიშვილი

1795609552

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, რუსეთი რეგიონში უფრო გაძლიერდა

„ჩვენმა თაობამ კარგად იცის, რომ რეალურად, აქ ე.წ. აგენტურის რევოლუცია მოხდა და მას ე.წ. ვარდების რევოლუცია დაარქვეს. სინამდვილეში, ეს იყო რუსეთის მიერ ხელშეწყობით გადატრიალება, რათა ხელისუფლებაში თავი...

ირაკლი ზარქუა

1795608470

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინ...

გუდაური(ფოსტა)-კობი

1795606485

ახალი ამბები

თამაზ ბორაშვილი: საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა და ამ ეტაპზე, ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ

„საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა და ამ ეტაპზე, ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთ...

თამაზ ბორაშვილი

1795605016

ახალი ამბები

თამაზ ბორაშვილი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სუს-ის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება“, - ამის შესახებ თამაზ ბორაშვილმა პარლამენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გასული წლის ანგარიშის წარდგ...

თამაზ ბორაშვილი