ცესკოს თავმჯდომარე და სწავლების ცენტრის დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
საარჩევნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების ჩართულობა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების შესაძლებლობები - ამ საკითხებს დაეთმო ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის ნათია ზაალიშვილის შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელოვან როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში და საარჩევნო კულტურის ფორმირებაში.
გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ახალგაზრდებთან აქტიური კომუნიკაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
მისი თქმით, საარჩევნო საკითხებზე განათლება და სანდო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ახალგაზრდების ინფორმირებულობის ზრდას, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარებასა და დემოკრატიულ პროცესებში მათ აქტიურ მონაწილეობას.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ახალგაზრდებთან, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასპინძლობით გაიმართა. ჩვენ ახალგაზრდებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მივაწოდეთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ რომელიც დგას თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში. ვისაუბრეთ ყველა იმ სერვისზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს დღესვე საარჩევნო ჟურნალი „არჩევნები 360˚“ წარუდგინა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ჟურნალი მკითხველს სთავაზობს მასალას როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში, რომელიც რამდენიმე ენაზე გამოიცემა - ქართულ-ინგლისურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე. აღნიშნული ფორმატი კიდევ უფრო აფართოებს საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ენობრივი საჭიროების მქონე აუდიტორიისთვის.
სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა სტუდენტებს გააცნო ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები, ისაუბრა მათ მიზნებსა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე.
მან მადლობა გადაუხადა საარჩევნო საკითხების მიმართ გამოხატული ინტერესისთვის და აღნიშნა, რომ მსგავს ინიციატივებში ჩართულობა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გაიღრმაონ ცოდნა საარჩევნო საკითხების შესახებ და აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო პროცესებში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციას ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისთვის.
მან ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის როლზე სტუდენტებში სამოქალაქო ცნობიერების განვითარებისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავების პროცესში.
რექტორის განცხადებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვთ, ხელი შეუწყონ ახალგაზრდების ინფორმირებულობას და მათ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა ქმნის დამატებით შესაძლებლობას, სტუდენტებმა მიიღონ ინფორმაცია საარჩევნო პროცესების შესახებ და უკეთ გაეცნონ მოქალაქის როლსა და შესაძლებლობებს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ცესკოსა და სწავლების ცენტრის ახალ საგანმანათლებლო პროექტზე - „ინკლუზიური საარჩევნო გარემო და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ღია მმართველობის პროცესში“.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამა) 100-მდე სტუდენტს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია მიეწოდათ.
სტუ-ის აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული ინიციატივა და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი პარტნიორია. შეხვედრა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას საარჩევნო ინფორმაციის გავრცელებისა და ახალგაზრდებთან კომუნიკაციის გაძლიერების პროცესში.
ცესკოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ახალ ერთობლივ ინიციატივებს დაეფუძნება.
1795608470
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინ...
1795606485
ახალი ამბებითამაზ ბორაშვილი: საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა და ამ ეტაპზე, ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ
„საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა და ამ ეტაპზე, ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთ...
1795605016
ახალი ამბებითამაზ ბორაშვილი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სუს-ის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება“, - ამის შესახებ თამაზ ბორაშვილმა პარლამენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გასული წლის ანგარიშის წარდგ...
1795604517
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი სუსის ანგარიშზე: 2025 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევებით იყო აღსავსე - საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა ქვეყნის შიგნით, გარედან მართული რადიკალები როგორ ცდილობდნენ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას
„2025 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევებით იყო აღსავსე. საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა ქვეყნის შიგნით, გარედან მართული რადიკალები როგორ ცდილობდნენ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას“, - განაცხადა პარლამე...
1795604149
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი სააკაშვილის პოსტზე, სადაც ის წერს, რომ „ვარდების რევოლუცია“ პირველმა რუსეთის საგარეო მინისტრმა იგორ ივანოვმა აკურთხა: ფაქტობრივად სააკაშვილმა აღიარა ის, რომ 9 წლის განმავლობაში ისინი რუსეთის დაკვეთით მოქმედებდნენ
„ფაქტობრივად სააკაშვილმა აღიარა ის, რომ 9 წლის განმავლობაში ისინი რუსეთის დაკვეთით მოქმედებდნენ და ამაზე მეტყველებს ფაქტები“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლე...






























