ირაკლი ზარქუა: რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, რუსეთი რეგიონში უფრო გაძლიერდა

„ჩვენმა თაობამ კარგად იცის, რომ რეალურად, აქ ე.წ. აგენტურის რევოლუცია მოხდა და მას ე.წ. ვარდების რევოლუცია დაარქვეს. სინამდვილეში, ეს იყო რუსეთის მიერ ხელშეწყობით გადატრიალება, რათა ხელისუფლებაში თავისი აგენტურა მოეყვანა“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლებამ ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადააბარა.

„ამის დემონსტრირება იყო, როდესაც მან პირველივე ვიზიტი რუსეთში განახორციელა და მაშინ, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული ჰქონდა, გვიყვებოდა, რა კეთილშობილური თვალები აქვს პუტინს და მას მადლობებს უხდიდა.

თავიდანვე ვიცოდით, რომ ის იყო რუსეთის, „კაგებეს“ წარმომადგენელი, რომელიც აქ ხელისუფლებაში დასვეს. შემდეგ როგორ მოხდა მისი მეორე თუ მესამე რიგის აგენტად ჩამოყალიბება, ეს სხვა თემაა. რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, რუსეთი რეგიონში უფრო გაძლიერდა.

ბაზები, რომლებიც რუსეთს, სტამბოლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოდან უნდა გაეყვანა, სააკაშვილმა თავისი ქმედებებით რუსეთს უკან დაუბრუნა და აფხაზეთსა და ოსეთში გაამყარა. „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლებამ ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადააბარა. ყველაზე დიდი უბედურება და ღალატი ის იყო, რომ 2008 წლის ომის თემა ქართველ გმირ ბიჭებს და საქართველოს დააბრალეს.

ეს სააკაშვილის აღიარება კი არ იყო, ეს იყო ფაქტი, რომელიც ამ გიჟმა დაწერა და შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, წაშალა. რატომ? – იმიტომ, რომ ამერიკელებზე გაბრაზებულია, როგორ არ შველიან და როგორ არ გაათავისუფლეს“, – განაცხადა ზარქუამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795603674

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საქართველო დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი ამაში ძალიან დიდია

„საქართველო დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი ამაში ძალიან დიდია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგ...

ლევან მაჭავარიანი

1795602095

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ხაზგასასმელია სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და წაშალა, რომ ვარდების რევოლუცია წახალისებული იყო რუსეთის მხრიდან

„ხაზგასასმელია მიხეილ სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და შემდეგ წაშალა, როგორ საუბრობდა, რომ ვარდების რევოლუცია, რომელიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ისევ და ისევ წახალისებული იყო რუსეთი...

არჩილ გორდულაძე

1795601734

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ იყო რუსებისგან ხელდასმული და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სწორედ იგორ ივანოვმა გაანაწილა თანამდებობები

„მიხეილ სააკაშვილი ორმაგ მორჩილებაში იყო და ყველასთვის სასარგებლო საქმეს აკეთებდა, ოღონდ, ქართველები დაესაჯა, საქართველოსთვის საწინააღმდეგო საქმე ეკეთებინა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნ...

ნინო წილოსანი

1795600821

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა

„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება - ეს არის უბადრუკი მცდელობა თავიანთი უტიფრობისა და უბადრუკობის, სასამართლო სხდომაზე გამოვლენის გაბათილებისა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტ...

არჩილ გორდულაძე

1795599136

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნების და რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში

„საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ქვეყანაში ჩატარდა უმაღლეს დონეზე შეხვედრებით, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის, მქონდა შესაძლებლობა,...

მაკა ბოჭორიშვილი