პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, ე.წ. ,,კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და სისტემატურად „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ. ბრალდებულები როგორც ე.წ. კანონიერ ქურდებთან“ ერთად, ისე დამოუკიდებლად, მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

„ასევე, ბრალდებულთა ნაწილი, თბილისის სხვადასხვა უბანში კონკრეტულ პირებს არჩევდნენ, მათი ნების საწინააღმდეგოდ ინტერნეტ ბანკის საშუალებით სესხებს ააქტიურებინებდნენ, შემდეგ კი საკუთარ ანგარიშზე რიცხავდნენ და დიდი ოდენობით თანხას მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778748680

ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო: ამ ეტაპზე რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია 7 500-ზე მეტ მედიკამენტზე. ფასის ზედა ზღვარი, დამატებით, კიდევ 700-მდე მედიკამენტზეც დაწესდება

ჯანდაცვის მინისტრის - მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერენტული ფასების საკითხებზე მომუშავე კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მედიკამენტებზე მოქმედი ფასები, ბაზა...

ააა

1778748109

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: რომ დავყოლოდით ევროკავშირის მოთხოვნებს წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის დუმაში და არა ამგვარი შეთანხმებების. უფრო მძიმედ და წინ წასული იქნებოდა პროცესები

სამწუხაროდ უუნარონი არიან ერთის მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციები, გარეო და მსგავსი ორგანიზაციები, ვისი პასუხისმგებლობაც არის და ვისი იმედიც გვქონდა ხოლმე. ვნახეთ, რომ დღევანდელ სამყაროში, სადაც საერთა...

შალვა პაპუაშვილი

1778747712

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი. ჩვენ ვართ მხოლოდ იარაღი

აღარ ვიცი, თავს რატომ იწუხებენ კვლევით, ან ჩვენ რატომ ვიწუხებთ თავს კითხვით, რადგან ვხედავთ, რომ ბრიუსელს ასეთი რამ არ აინტერესებს. კვლევა, ემპირიული ანალიზი, ფაქტები აღარ არის ბრიუსელის ინტერესი, - გ...

შალვა პაპუაშვილი

1778747667

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: ამ კომისიამ შეძლო, რომ საჯარო განხილვით, ყველას მონაწილეობით და ყველას თანდასწრებით დღეს ყველამ დაზუსტებით ვიცით, რა არის ის ჯაჭვი, რომელსაც ფასწარმოქმნის ჯაჭვი ჰქვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განმარტა, რატომ იყო მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დრ...

შალვა პაპუაშვილ

1778747605

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სადაც არიან ქართველი ხალხის მიმართ ზიზღით განწყობილი ადამიანები, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით. ჩვენ ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს პირდაპირ, ნაბიჯ-ნაბიჯ ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში საქართველოსა და ქართული მედიისა წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები შეაფასა. მან ყურადღება გაამახვილა ამ კამპანიის ავანგარდში მდგარ ადამიანე...

შალვა პაპუაშვილი