შალვა პაპუაშვილი: სადაც არიან ქართველი ხალხის მიმართ ზიზღით განწყობილი ადამიანები, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით. ჩვენ ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს პირდაპირ, ნაბიჯ-ნაბიჯ ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში საქართველოსა და ქართული მედიისა წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები შეაფასა. მან ყურადღება გაამახვილა ამ კამპანიის ავანგარდში მდგარ ადამიანებზე.

„უნდა შევხედოთ სახელებსა და სახეებს. საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმის ამ კამპანიის ავანგარდში ჩვენ ვხედავთ ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ რასა იუკნევიჩიენეს და ვხედავთ ევროპარლამენტის ახალ ამომავალ ვარსკვლავს - ბრეიზას, რომელიც გახლავთ სიკორსკის პარტიის წევრი და მის ნაცვლად შევიდა ევროპარლამენტში. ეს ის სიკორსკია, რომელმაც სულ რამდენიმე ხნის დააფუძნა პროპაგანდისტული არხი, „ვოტ ტაკ“ რომ ჰქვია. ეს დააფუძნა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პირდაპირ პროპაგანდისტული იარაღია საქართველოს წინააღმდეგ, ქართველ ხალხს ებრძვის პირდაპირ - დაიწყო ეკლესიაზე, საქართველოს ინტერესებზე თავდასხმა ანუ ეს არის პოლონეთის პროპაგანდისტული იარაღი. სიტყვა „პროპაგანდას“ როგორ ამბობს საერთოდ ეს ადამიანი, როდესაც თავად არის იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც ოფიციალურად შექმნა პროპაგანდისტული იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ თავს დაესხას ქართველი ხალხის ინტერესებს?!

ასე რომ, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის კიდევ ერთი მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის მცდელობა, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთი საფუძველია, გამოვიტანოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს დღევანდელი ევროკავშირი. პაპუაშვილმა რასა იუკნევიჩიენეს ანტიქართულ განწყობებზეც ისაუბრა.

„დღეს ევროკავშირი სინამდვილეში არის რასა იუკნევიჩიენე და მისნაირი ადამიანები. აი, ეს არის სინამდვილეში დღეს, სადაც მიიყვანეს ევროკავშირი და ამას რა თქმა უნდა, ჩვენ ვებრძვით. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროკავშირი დაუბრუნდეს საწყის ღირებულებებს იმიტომ, რომ ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება. როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენეს ევროკავშირში ჩვენ რაიმე საერთო გვქონდეს?

ეს არის ადამიანი, რომელსაც ფაშისტური განცხადებები აქვს საქართველოს წინააღმდეგ; ადამიანი, რომელიც არის საქართველოს ბოლო დიქტატორის - მიხეილ სააკაშვილის გამოცხადებული თანამებრძოლი და ერთადერთი ცხოვრებისეული მიზანი აქვს - რამენაირად დაიხსნას მიხეილ სააკაშვილი მისი სამართლიანი სასჯელისგან. ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაახშოს საქართველოში. პირადად ერთხელ მყავს ნანახი 2021 წელს და იმ მომენტშივე ვნახე, თუ რა ზიზღი აქვს ამ ადამიანს საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ.

ეს უნდა გამოსწორდეს - სანამ ევროკავშირი არ გათავისუფლდება მსგავსი ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას, ადამიანების მიმართ ზიზღით მოქმედებენ და ცდილობენ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, მანამდე ვერ დაგვარწმუნებენ იმაში, რომ ასეთ ევროკავშირში ყოფნა რაიმენაირ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას - სადაც არიან ქართველი ხალხის მიმართ ზიზღით განწყობილი ადამიანები, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით. ჩვენ იქ ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს პირდაპირ, ნაბიჯ-ნაბიჯ ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი, ესთეტიკაც კი იგივეა. 1989 წელს, 9 აპრილის შემდეგ, როცა გაიმართა სახალხო დეპუტატთა ყრილობა და რა თავდასხმებიც იყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოსკოვში იმ ყრილობაზე, ზუსტად იგივე ხდება დღეს ბრიუსელში. ერთი ერთში არიან საბჭოთა კავშირის რეინკარნაცია, მათ შორის სახელებით. ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე გორბაჩოვის თანამებრძოლი გახლავთ და დღესაც რუსული აქცენტით ლაპარაკობს ინგლისურად”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778746172

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი უფრთხის მართალ სიტყვას. ძალიან აფრთხობთ სიმართლე, რომლის გამოც მათი პროპაგანდა არ მუშაობს. არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია

ეს არის კონტექსტში დასანახი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და რა ნაბიჯებს ვხედავთ. ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია, - განაცხადა საქართველოს პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1778745610

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე აკრედიტაციების შესახებ: მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია

მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია. რამდენიმე ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებების გარეშე, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი მოლდოვი...

შალვა პაპუაშვილი

1778745381

საზოგადოება

პაპუაშვილი: უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში - საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდნენ იმის გამო, რომ შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა ცხადი გახდა, თურმე რა ყოფილა ევროპარლა...

შალვა პაპუაშვილი

1778743553

ახალი ამბები

ტრაგედია გარდაბანში - დაღუპულია 7 ადამიანი

14 მაისს, გარდაბანში, სოფელ ბირლიკში ტრაგედია დატრიალდა. BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეასკდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა. მერვე პირი მძიმე მდგომარეობით კლინიკაშ...

ტრაგედია გარდაბანში

1778742189

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა დეპ...

შინაგან საქმეთა მინისტრ