შალვა პაპუაშვილი: მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი. ჩვენ ვართ მხოლოდ იარაღი
აღარ ვიცი, თავს რატომ იწუხებენ კვლევით, ან ჩვენ რატომ ვიწუხებთ თავს კითხვით, რადგან ვხედავთ, რომ ბრიუსელს ასეთი რამ არ აინტერესებს. კვლევა, ემპირიული ანალიზი, ფაქტები აღარ არის ბრიუსელის ინტერესი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შესახებ კვლევის შეფასებისას.
მისივე თქმით, ბრიუსელი სულ უფრო მეტად იყენებს ძალის პოლიტიკას.
„იციან, რომ რასა იუკნევიჩიანე რასაც იტყვის, ისაა სიმართლე - მორჩა! ჩვენ ვიმყოფებით ახალ ეპოქაში, როდესაც იტყვიან თეთრზე შავს და იტყვიან, რომ მე მაქვს ატომური ბომბი, ამიტომ თეთრზე ვიტყვი შავს და შენ უნდა გაიმეორო, რომ თეთრი არის შავი. მე მაქვს ეკონომიკური ბერკეტები - გეტყვის ბრიუსელი, ამიტომ შავზე ვიტყვი ახლა თეთრს და შენ უნდა თქვა, დიახ, ეს არის თეთრი. არანაირი სამართლიანი, ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი აღარ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი ძალის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ვხედავთ, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად იყენებს, მათ შორის იმ საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში, რომელშიც ახლა დღეს არის და ეს არის სწორედ ესტონიზაცია ევროკავშირის, რაზეც თეთრ სახლშიც საუბრობდნენ, ამიტომ კარგით, ჩვენმა მოქალაქეებმა იციან. 10 არჩევნები მოვიგეთ, მე-11, მე-12 და ასე შემდეგაც მოვიგებთ, რადგან ეს არის სიმართლე, მაგრამ სხვა რა ვქნათ?! ევროკავშირის ელჩს რომ ვუთხრათ, ეს არის-თქო, ხომ არ აინტერესებს მისთვის ავტორიტეტი არის რასა იუკნევიჩიანეს პოლიტიკური გეგმები და ამის განხორციელება.
დაივიწყეთ, არ არსებობს არანაირი შანსი იმის, რომ დღევანდელმა ბრიუსელმა გადადგას რაიმე ნაბიჯი რაიმე ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებით. ეს არის ჩვეულებრივი, ცივად გათვლილი პოლიტიკური გეგმები, რომელშიც ჩვენ მხოლოდ ინსტრუმენტი ვართ. არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ. მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი. ჩვენ ვართ მხოლოდ იარაღი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ბრიუსელის თვალში საქართველოს მოსახლეობა ინსტრუმენტამდეა დაყვანილი, რომელიც გამოსაყენებელია მესამე ქვეყნის წინააღმდეგ.
ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასება გამოქვეყნდა. ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის შედეგებით, საქართველოსა და მონტენეგროს უმაღლესი შესრულება აქვთ. დანარჩენი კანდიდატი ქვეყნები კი საქართველოსა და მონტენეგროს ჩამორჩებიან.
1778746172
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი უფრთხის მართალ სიტყვას. ძალიან აფრთხობთ სიმართლე, რომლის გამოც მათი პროპაგანდა არ მუშაობს. არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია
ეს არის კონტექსტში დასანახი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და რა ნაბიჯებს ვხედავთ. ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია, - განაცხადა საქართველოს პარლ...
1778745610
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე აკრედიტაციების შესახებ: მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია
მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია. რამდენიმე ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებების გარეშე, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი მოლდოვი...
1778745381
საზოგადოებაპაპუაშვილი: უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში - საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდნენ იმის გამო, რომ შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა ცხადი გახდა, თურმე რა ყოფილა ევროპარლა...
1778743553
ახალი ამბებიტრაგედია გარდაბანში - დაღუპულია 7 ადამიანი
14 მაისს, გარდაბანში, სოფელ ბირლიკში ტრაგედია დატრიალდა. BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეასკდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა. მერვე პირი მძიმე მდგომარეობით კლინიკაშ...
1778742189
საზოგადოებაშინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა დეპ...



























