შალვა პაპუაშვილი: რომ დავყოლოდით ევროკავშირის მოთხოვნებს წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის დუმაში და არა ამგვარი შეთანხმებების. უფრო მძიმედ და წინ წასული იქნებოდა პროცესები
სამწუხაროდ უუნარონი არიან ერთის მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციები, გარეო და მსგავსი ორგანიზაციები, ვისი პასუხისმგებლობაც არის და ვისი იმედიც გვქონდა ხოლმე. ვნახეთ, რომ დღევანდელ სამყაროში, სადაც საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილია, ეს ორგანიზაციები უუნაროა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისვე თქმით, არიან უცხო ქვეყნები, რომლის იმედიც ჰქონდათ, მაგრამ მათ ან არ შეუძლიათ, ან უკრაინის მაგალითის მიხედვით ზოგიერთს არც უნდა, რომ ესა თუ ის კონფლიქტი გადაწყდეს.
„რაც შეეხება ცხინვალს, სწორედ ეს არის ოკუპაციის რისკები, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ოკუპაციის მავნე შედეგები, რომელიც განგრძობადია და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ გონივრული და მშვიდობიანი პოლიტიკით შეძლოს ამ გამოწვევის გადაჭრა.
არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა, ეს არის ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება სწორედ ამას ემსახურება. რომ დავყოლოდით ევროკავშირის მოთხოვნებს წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის სახელმწიფო დუმაში და არა ამგვარი შეთანხმებების. ცოტა უფრო მძიმედ და წინ წასული იქნებოდა პროცესები ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიუსელისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, უკრაინის მაგალითზე კარგად ჩანს რას ნიშნავს პრაქტიკაში ეს რისკები.
„იმ პირობებში, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მოშლილი, როდესაც არა თუ რეზოლუციები, ომის და ადამიანების ხოცვის შეწყვეტა ვერ ხერხდება, რთულია და შეზღუდულია ის რესურსები, რომ ზემოქმედება ჰქონდეს საქართველოს ამგვარ გადაწყვეტილებებზე.
ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი პოლიტიკა მიმართული იყოს, რომ არ დაზიანდეს გრძელვადიანად ის ინტერესი, რაც გულისხმობს საქართველოს გაერთიანებას. ჩვენი რეაგირება გახლავთ ჩვენი განცხადება და ის, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი დარღვევა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
რუსეთის სათათბირომ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის გაღრმავების თაობაზე ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა.
1778746172
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი უფრთხის მართალ სიტყვას. ძალიან აფრთხობთ სიმართლე, რომლის გამოც მათი პროპაგანდა არ მუშაობს. არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია
ეს არის კონტექსტში დასანახი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და რა ნაბიჯებს ვხედავთ. ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია, - განაცხადა საქართველოს პარლ...
1778745610
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე აკრედიტაციების შესახებ: მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია
მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია. რამდენიმე ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებების გარეშე, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი მოლდოვი...
1778745381
საზოგადოებაპაპუაშვილი: უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში - საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდნენ იმის გამო, რომ შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა ცხადი გახდა, თურმე რა ყოფილა ევროპარლა...
1778743553
ახალი ამბებიტრაგედია გარდაბანში - დაღუპულია 7 ადამიანი
14 მაისს, გარდაბანში, სოფელ ბირლიკში ტრაგედია დატრიალდა. BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეასკდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა. მერვე პირი მძიმე მდგომარეობით კლინიკაშ...
1778742189
საზოგადოებაშინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა დეპ...



























