პროკურატურამ მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულზე ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 16 აგვისტოს, მარნეულში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა პირებმა დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელეს.

„სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს ბრალდება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755516384

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ლიეტუვაში დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი აქტივისტების ტრენინგთან დაკავშირებით: მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოები, „ქართული ოცნება“ ქართულ საზოგადოებასთან ერთად მყარად ვდგავართ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად

ბრიტანეთის საელჩო იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მყოფი ორი ადამიანის დაფინანსებას რომ ცდილობდა და ეს შეფუთული იყო ყველანაირ აზრს მოკლებულ საფარში. ზუსტად იგივე ხდება ახლაც, - განაცხადა იურიდიულ სა...

არჩილ გორდულაძე

1755514349

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ ეს არ შედის „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ინტერესებში

ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ ეს არ შედის „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატ...

მამუკა მდინარაძე

1755512747

ახალი ამბები

თბილისის მერი მუხიანის აგარაკებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელები მოეწყო, ამ ე...

თბილისის მერი მუხიანის აგარაკებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

1755511342

ახალი ამბები

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 41 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის...

ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე

1755508258

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ლაგოდეხში, სოფელ ლელიანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით...

პოლიცია, ლენტი