მამუკა მდინარაძე: ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ ეს არ შედის „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ინტერესებში

ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ ეს არ შედის „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ინტერესებში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე ინდექსზე საუბრისას.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით იკვეთება უსამართლო პოლიტიკური ინტერესი, რაც საქართველოსადმი თავდასხმაში გამოიხატება, ამით კი ადგილობრივ აგენტურას ასაზრდოებენ.

„ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ყველა მიმართულებით განიცდის პროგრესს, დიფ სთეითი და ევრობიუროკრატია, რეალურად, სულ სხვა მოთხოვნებს და კრიტერიუმებს უწესებს საქართველოს - მოთხოვნებს, რომლებიც საზიანოა ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის, სრულიად მიუღებელია და შეუთავსებელია ქართულ იდენტობასთან.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ - როდესაც ევროკომისიაში უსამართლო პოლიტიკური ინტერესი იკვეთება, იქ საქართველოს თავს ესხმიან და ამით თავიანთ ადგილობრივ აგენტურასაც ასაზრდოებენ, ხოლო სადაც ობიექტურ მონაცემებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით მსჯელობენ - უწევთ აღიარება, რომ საქართველო მოწინავეა მთელს რეგიონში და მისი პროგრესი როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური მიმართულებით შთამბეჭდავია. ჩვენც სწორედ ასე, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესით ვიმოქმედებთ მომავალში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755511342

ახალი ამბები

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 41 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის...

ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე

1755508258

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ლაგოდეხში, სოფელ ლელიანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით...

პოლიცია, ლენტი

1755507421

ახალი ამბები

კახა კალაძე: არ მაქვს სურვილი, ოპოზიციის გეგმებსა და კანდიდატებზე ვისაუბრო, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს

„არ მაქვს სურვილი, ოპოზიციის გეგმებსა და კანდიდატებზე ვისაუბრო, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს და ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს დედაქალაქში“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას თვ...

კახა კალაძე

1755506992

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესებულ მხარეებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაში ჩართულობისკენ მოუწოდებს

სურსათის ეროვნული სააგენტო პროგრამის მაქსიმალური ეფექტიანობისა და პროცესის გამჭვირვალობისთვის, მოსახლეობასა და მოხალისეებს ჩართულობისკენ მოუწოდებს. კერძოდ, სესის ცნობით, ყველა დაინტერსებულ პირს შეუძლი...

უპატრონო/მიკედლებული ცხოველები

1755505604

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას რევოლუციური გზებით, ლიეტუვაში გამართული ტრენინგები სცენარის ნაწილია, სადაც პოლიტიკური ბრძოლა ხდება არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ქუჩაში

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტია, ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას არადემოკრატიული...

დავით ჩიხელიძე