მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: როცა შენს თავს არ ეკუთვნი, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც შესაბამისად გიჭიანურდება, ეს ხალხი არ ეკუთვნის თავის თავს - ისინი ვერ უზრუნველყოფენ ვერც სინათლეს და ვერც პროგრესს

„როცა შენს თავს არ ეკუთვნი, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც შესაბამისად გიჭიანურდება. ეს ხალხი არ ეკუთვნის თავის თავს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ

რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო სამზადისთან დაკავშირებით შეკითხვაზე პასუხად.

მამუკა მდინარაძის თქმით, აგენტურას მითითება მიეცა, რომ „ნაცმოძრაობას“ აღარ ჰქონდა შანსი არჩევნებში გამარჯვებისა, შესაბამისად იმედი აქვთ, რომ ახლა სხვა პარტიები გაიყიდებიან „არანაცებად“ და „არააგენტურად“.

„ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც თვეების წინ, დაახლოებით 1 წლის წინ ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს, უთხრეს და რამდენიმე თვეში მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში გადაიქცა მეოთხე-მეხუთეადგილოსან პარტიად. შეუმცირეს დაფინანსება, სხვას მოუმატეს დაფინანსება, სხვა გახდა დომინანტი იმის იმედით, რომ ისინი „ნაცებად“ არ აღიქმებიან. ვიღაცამ გაიდლაინები დაულაგა და მითითებები მისცა აგენტურას, რომ, „ნაცმოძრაობა“ და „ნაცები“ იმდენად დისკრედიტირებულები არიან, რომ მათ გამარჯვების შანსი აღარასოდეს აქვთ და იქნება ახლა სხვა პარტიები გაიყიდონ „არანაცებად“ და „არააგენტურად“ მაგრამ „ნაცობა“ ამ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური კუთვნილების აღმნიშვნელი სიტყვა, „ნაცობა“ არის აგენტობის და სხვისი მსახურების აღმნიშვნელი სიტყვა და როდესაც, ჩვენ ვიღაცას „ნაცს“ ვუწოდებთ ხოლმე, ეს არის უკვე სიმბოლოდ ქცეული ტერმინი, რომელიც არის სიმბოლო - მკვლელობის, გაუპატიურების, ძალადობის, უსამართლობის და სხვისი დავალების შესრულების“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ვერ უზრუნველყოფს, ვერც სინათლესა და ვერც პროგრესს.

„ისინი ვერ უზრუნველყოფენ ვერც სინათლეს, ვერც პროგრესს. ისინი უზრუნველყოფენ ყველაფერს ცუდს, რაც ამ სიტყვასთან და აგენტობასთან ასოცირდება, იმიტომ რომ როდესაც არ ემსახურები შენს ქვეყანას, ყველაფერ ცუდს იკადრებ, იმიტომ რომ ეს უკვე ნაკადრები გაქვს სხვისი მსახურებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755511342

ახალი ამბები

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 41 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის...

ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე

1755508258

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ლაგოდეხში, სოფელ ლელიანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით...

პოლიცია, ლენტი

1755507421

ახალი ამბები

კახა კალაძე: არ მაქვს სურვილი, ოპოზიციის გეგმებსა და კანდიდატებზე ვისაუბრო, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს

„არ მაქვს სურვილი, ოპოზიციის გეგმებსა და კანდიდატებზე ვისაუბრო, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს და ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს დედაქალაქში“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას თვ...

კახა კალაძე

1755506992

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესებულ მხარეებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაში ჩართულობისკენ მოუწოდებს

სურსათის ეროვნული სააგენტო პროგრამის მაქსიმალური ეფექტიანობისა და პროცესის გამჭვირვალობისთვის, მოსახლეობასა და მოხალისეებს ჩართულობისკენ მოუწოდებს. კერძოდ, სესის ცნობით, ყველა დაინტერსებულ პირს შეუძლი...

უპატრონო/მიკედლებული ცხოველები

1755505604

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას რევოლუციური გზებით, ლიეტუვაში გამართული ტრენინგები სცენარის ნაწილია, სადაც პოლიტიკური ბრძოლა ხდება არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ქუჩაში

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტია, ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას არადემოკრატიული...

დავით ჩიხელიძე