თბილისის მერი მუხიანის აგარაკებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელები მოეწყო, ამ ეტაპზე კი 4 000 კვ. მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე იხარჯება.

„მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. აქ წლების წინ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა - მანქანით გავლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო და არ არსებობდა არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაცია. მოსახლეობას დავპირდით, რომ დავიწყებდით პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებში მოეწყობოდა ყველა საჭირო მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოწესრიგდებოდა საგზაო ინფრასტრუქტურა და იმოძრავებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დღეისთვის სამუშაოები მიმდინარეობს ხვანჭკარის ქუჩაზე. პროექტი მიმდინარეობს შოვის ქუჩაზეც, თუმცა სამუშაოებს ამით არ ვამთავრებთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ქუჩა და ჩიხია მოსაწესრიგებელი. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ვახორციელებთ ძალიან საჭირო პროექტს ზედა დასახლებაში - ეწყობა სანიაღვრე სისტემა, მონტაჟდება კოლექტორი, რომელიც ბორჯომის ქუჩაზე იქნება დაერთებული. სამუშაოებს ვაგრძელებთ და გვინდა, უახლოეს მომავალში აღნიშნული დასახლება სრულად მოვიცვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, აღსანიშნავია, რომ მუხიანის აგარაკებზე, ვარდისუბნის IV შესახვევში, ნეკრესის, დაისის, ბორჯომის, ვანისა და ბორითის ქუჩებზე გზის მოწესრიგება უკვე დასრულდა. რვავე ქუჩაზე, მთლიანად შვიდ კილომეტრამდე საგზაო მონაკვეთი, 30 000 კვ. მეტრი ფართობი რეაბილიტირდება, რისთვისაც გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 4 000 000 მილიონამდე ლარი იხარჯება. საგზაო სამუშაოებამდე ტერიტორიაზე მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელებიც.

გარდა ამისა, გამგეობა კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს გეგმავს, რომელზეც დაერთდება ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთისა და შემდგომში დაგეგმილი სხვა ქუჩების სანიაღვრე სისტემები. უკვე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია და სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი.

ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე და პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გაეცნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755508258

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ლაგოდეხში, სოფელ ლელიანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით...

პოლიცია, ლენტი

1755507421

ახალი ამბები

კახა კალაძე: არ მაქვს სურვილი, ოპოზიციის გეგმებსა და კანდიდატებზე ვისაუბრო, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს

„არ მაქვს სურვილი, ოპოზიციის გეგმებსა და კანდიდატებზე ვისაუბრო, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს და ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს დედაქალაქში“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას თვ...

კახა კალაძე

1755506992

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესებულ მხარეებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაში ჩართულობისკენ მოუწოდებს

სურსათის ეროვნული სააგენტო პროგრამის მაქსიმალური ეფექტიანობისა და პროცესის გამჭვირვალობისთვის, მოსახლეობასა და მოხალისეებს ჩართულობისკენ მოუწოდებს. კერძოდ, სესის ცნობით, ყველა დაინტერსებულ პირს შეუძლი...

უპატრონო/მიკედლებული ცხოველები

1755505604

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას რევოლუციური გზებით, ლიეტუვაში გამართული ტრენინგები სცენარის ნაწილია, სადაც პოლიტიკური ბრძოლა ხდება არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ქუჩაში

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტია, ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას არადემოკრატიული...

დავით ჩიხელიძე

1755503318

საზოგადოება

ბიზნესი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან ერთად და სახელმწიფოსგან მიღებული შეღავათიანი სესხები და ფინანსური რესურსი - მდიდარი NGO-ს, IDFI-ის ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის მდიდრული საქმიანობა

ბიზნესი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან ერთად, სახელმწიფოსგან მიღებული შეღავათიანი სესხები და ფინანსური რესურსი - ეს ერთ-ერთი მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციის, ინფორმაციის განვითარების თავისუფლების...

გიორგი კლდიაშვილი