პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვისთვის სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში მყოფი პირები მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს, ფეთქებად ნივთიერებას, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას. ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია დროშა ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით.
დაკავებულებს ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გამოძიება გრძელდება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1760456369
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოს ფარგლებში
ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური, ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნ...
1760454111
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ნაკრებს თურქეთში შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთშია. ის საქართველოს ნაკრების თამაშს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს. პრეზიდენტს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის...
1760451687
საზოგადოებამარიამ ლაშხი: მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში
მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ...
1760451503
საზოგადოებალევან მაჭავარიანი პარტიების აკრძალვაზე: „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეს ტერმინი პირობითად დავარქვით 4 რადიკალურ პარტიას, რომლებიც აბსოლუტურად სინქრონში მოქმედებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეს ტერმინი პირობითად დავარქვით 4 რადიკალურ პარტიას, რომლებიც აბსოლუტურად სინქრონში მოქმედებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1760451440
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: როდესაც ანტიკონსტიტუციური და მავნებელი პარტიები გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, ახალგაზრდებს ექნებათ ძალიან დიდი მოტივაცია, რომ შეავსონ ის სეგმენტი. ოპოზიციაში იქნებიან ისეთი ძალები, რომლებიც გარედან არ იმართებიან
როდესაც ანტიკონსტიტუციური და მავნებელი პარტიები გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, ახალგაზრდებს ექნებათ ძალიან დიდი მოტივაცია, რომ შეავსონ ის სეგმენტი. ოპოზიციაში იქნებიან ისეთი ძალები, რომლებიც გარედან არ...