პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული თითქოსდა ერთობლივი ბიზნესის დაწყების მოტივით, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 160 000 ლარს. ასევე, ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია. ხოლო მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა თაღლითურად მისაკუთრებული თანხის დაბრუნება მოითხოვა, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების მუქარით, სცადა მისი იძულება უარი ეთქვა მოთხოვნაზე.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება ანგარებით ) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1794211442
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც“ თბილისში „ბუშის ქუჩის“ მნიშვნელობა შესძინა
„გამოფიტვითი ომითა და თანამდევი კრიზისებით დაღლილმა ისრაელის საზოგადოებამ, ფაქტობრივად, განაჩენი გამოუტანა ნეთანიაჰუს ეპოქას და მმართველ ბლოკს ელექტორალური საყრდენი გამოაცალა“, - ასე შეაფასა „ხალხის ძ...
1794210095
ახალი ამბებითამარ ზოდელავა: 2027 წლის პირველი აპრილი ბიზნესსუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის ბოლო ვადაა
„2027 წლის პირველი აპრილი არის ბოლო ვადა, რათა ბიზნესსუბიექტებმა შესაბამისობაში მოიყვანონ მონაცემები და გაიარონ ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ...
1794208376
ახალი ამბებიქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიას ავანგარდის დასახლებაში მოხდა. ინფორმაციას INFO IMERETI ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, გზაზე მოძრავ ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაე...
1794208085
ახალი ამბებითამარ ზოდელავა: რეფორმის ერთ-ერთი მიზანი იყო, სახელმწიფოს ჰქონოდა სრული მონაცემი, თუ რამდენი მოქმედი ბიზნესსუბიექტია საქართველოში და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შესთავაზოს ბიზნესს ეკონომიკური განვითარება
„ჩვენ ვცდილობთ, ნებისმიერ სამეწარმეო სუბიექტს შევთავაზოთ სამართლებრივი ჩარჩო და დაცვის მაღალი მექანიზმი. მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც შესთავაზა „მეწარმეთა შესახებ“ კანონმა ბიზნესს, გახლავთ სტანდარტულ...
1794205959
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური: ჩეხეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში მნიშვნელოვანია მჭიდრო კონტაქტების გაძლიერება ისეთ ქვეყანასთან, როგორიც ჩეხეთია
ჩეხეთში ვიზიტისას ვისაუბრებთ, რა ნაბიჯებს დგამს საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ხაზი გაესმება მიდგომას, რომ სამართლიანი თამაშის წესები უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენ...































