რამაზ სვანაძე: ახალი გუნდის ფორმირება იწყება, ვიცით, რომ რთული მატჩები გველის
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადების გეგმებსა და გამოძახებული მოთამაშეების მდგომარეობაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ვიწყებთ შეკრებას, გვინდა, ამ მატჩებში დადებით შედეგს მივაღწიოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი შეკრებაა, სადაც შეგვიძლია ფეხბურთელებს ჩვენი იდეები გავუზიაროთ. ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი ძალიან დაგვაკლდებიან, მაგრამ ეს სხვა მოთამაშეებისთვის შანსია.
ახალი გუნდის ფორმირება იწყება. ვიცით, რომ რთული მატჩები გველის, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ჰქონდა ხასიათი და ამ მატჩებში გვინდა, სწორედ ეს ხასიათი დავინახოთ.
გუნდის კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაა, ვიცე-კაპიტნები კი ოთარ კიტეიშვილი და ოთარ კაკაბაძე, მომავალ მატჩებში გუნდის კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება. ხვიჩას ტრავმა დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის, თუმცა ეს ფეხბურთია. ყველანი მის გვერდით ვართ და მჯერა, კიდევ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება. კვარაცხელიას შემცვლელის საკითხს არ განვიხილავთ, ისე უნდა ვითამაშოთ, სადაც მას გუნდი შეცვლის.
რჩებიან თუ არა სამწვრთნელო სტაფში კვეკვესკირი და კაშია? რა თქმა უნდა რჩებიან, ახალგაზრდული ნაკრებიდან კი გიორგი ადამია შემოგვიერთდება.
რა კრიტერიუმებით შევარჩიეთ ახალწვეულები? ნოდარ ყალიჩავას კარგი სეზონი აქვს და საჭიროდ ჩავთვალეთ, მისი გამოძახება. დავით კერესელიძე კარგი მეკარეა, მაგრამ გუნდში კონკურენცია აუცილებელია. გიორგი მაისურაძის ბოლოდროინდელმა თამაშებმა იმის საფუძველი მოგვცა, რომ ნაკრებში გამოგვეძახებინა, ისევე როგორც სხვა პოზიციებზე, კონკურენცია დაცვის მარჯვენა ფლანგზეც საჭიროა.
გიორგი მოისწრაფიშვილს მაღალი სათამაშო ინტელექტი აქვს, მისი პრობლემა ფიზიკური მომზადება იყო, მაგრამ სლოვაკეთში ამ კუთხით მოუმატა და თუ წინსვლას გააგრძელებს, საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი მოთამაშე შეემატება. ირაკლი აზაროვმა ტრავმის შემდეგ ითამაშა და მზადაა სანაკრებო მატჩებშიც მიიღოს მონაწილეობა, ის ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან გვჭირდება. რაც შეეხება საბა ხარებაშვილს, სამწუხაროდ, ის ტრავმირებულია და ვერ მოვიწვიეთ.
ალექსანდრე ნარიმანიძემ თუ ასე განაგრძო, მალე მოირგებს ნაკრების მაისურს. ახლა კი უფრო გამოცდილი მოთამაშეები მოვიწვიეთ, ლუკა გადრანი და გურამ გიორბელიძე კი სარეზერვო სიაში არიან“, - განაცხადა სვანაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ შეხვედრას გამართავს. 14 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება.
1794211442
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც“ თბილისში „ბუშის ქუჩის“ მნიშვნელობა შესძინა
„გამოფიტვითი ომითა და თანამდევი კრიზისებით დაღლილმა ისრაელის საზოგადოებამ, ფაქტობრივად, განაჩენი გამოუტანა ნეთანიაჰუს ეპოქას და მმართველ ბლოკს ელექტორალური საყრდენი გამოაცალა“, - ასე შეაფასა „ხალხის ძ...
1794210095
ახალი ამბებითამარ ზოდელავა: 2027 წლის პირველი აპრილი ბიზნესსუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის ბოლო ვადაა
„2027 წლის პირველი აპრილი არის ბოლო ვადა, რათა ბიზნესსუბიექტებმა შესაბამისობაში მოიყვანონ მონაცემები და გაიარონ ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ...
1794208376
ახალი ამბებიქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიას ავანგარდის დასახლებაში მოხდა. ინფორმაციას INFO IMERETI ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, გზაზე მოძრავ ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაე...
1794208085
ახალი ამბებითამარ ზოდელავა: რეფორმის ერთ-ერთი მიზანი იყო, სახელმწიფოს ჰქონოდა სრული მონაცემი, თუ რამდენი მოქმედი ბიზნესსუბიექტია საქართველოში და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შესთავაზოს ბიზნესს ეკონომიკური განვითარება
„ჩვენ ვცდილობთ, ნებისმიერ სამეწარმეო სუბიექტს შევთავაზოთ სამართლებრივი ჩარჩო და დაცვის მაღალი მექანიზმი. მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც შესთავაზა „მეწარმეთა შესახებ“ კანონმა ბიზნესს, გახლავთ სტანდარტულ...
1794205959
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური: ჩეხეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში მნიშვნელოვანია მჭიდრო კონტაქტების გაძლიერება ისეთ ქვეყანასთან, როგორიც ჩეხეთია
ჩეხეთში ვიზიტისას ვისაუბრებთ, რა ნაბიჯებს დგამს საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ხაზი გაესმება მიდგომას, რომ სამართლიანი თამაშის წესები უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენ...































