პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 26 ივლისს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა მაღაზიაში დანა იყიდა, იმავე დღეს მივიდა დაზარალებულთან და შურისძიების მოტივით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).

ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774250966

სპორტი

„38 წლის ასაკში დადგა დრო, მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, სანაკრებო კარიერას ივნისში, რუმინეთთან მატჩით დავასრულებ“ - გურამ კაშია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ივნისში ეროვნულ გუნდში კარიერას დაასრულებს, – ამის შესახებ მან მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გან...

 გურამ კაშია

1774250675

ახალი ამბები

ეროვნული ბანკის მოწვევითა და JP Morgan-ის თანაორგანიზებით საქართველოს ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა

საქართველოს ეროვნული ბანკის მოწვევით, ქვეყანას ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა, რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს, როგორებიცაა JPMorgan, Morgan St...

JP Morgan

1774247848

ახალი ამბები

თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. თამარ ბაგრატიონი...

თამარ ბაგრატიონი

1774247721

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქის ოცნება იყო ასეთი, ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა, თურმე, რა მაგრად გვყვარებიხარ პატრიარქო!

„საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. ჩვენი ასეთი ერთობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას, ზეციურ ს...

ლევან მაჭავარიანი

1774246954

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობ...

გუდაური(ფოსტა)-კობი