სუს-მა არასრულწლოვანი დააკავა, რომელმაც 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ანონიმურად დარეკა და სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის შესახებ ცრუ შეტყობინება დატოვა

„მიმდინარე წლის 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა. ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. თუ უახლოეს 20 წუთში არ მოხდებოდა ევაკუაცია, განხორციელდებოდა აფეთქება“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულია არასრულწლოვანი.

„ზარების ინიციატორმა კვალის დაფარვისა და მისი იდენტიფიცირების გართულების მიზნით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით შეცვალა თავისი ხმა, გამოიყენა უცხო ქვეყნის ვირტუალური სატელეფონო ნომერი და დაფარა IP მისამართი.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გუშინ საღამოსვე შევძელით დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი პირის იდენტიფიცირება და მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

ამოღებულია რამდენიმე ერთეული მობილური ტელეფონი, ლეპტოპები და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.

არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

არასრულწლოვანს ბრალდება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის კონტრტერორისტულ ცენტრს გააჩნია ყველა პირობა, მათ შორის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის. ამიტომ, ვაფრთხილებთ ყველას, თითოეულ მსგავს ფაქტზე ჩვენი მხრიდან იქნება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774253529

სპორტი

„საქართველოს ჰიმნით დაიხურა“ - საქართველომ თბილისის გრანდ სლემი 6 მედლით დაასრულა

თბილისის გრანდ სლემი საქართველოს ჰიმნით დაიხურა, რომელიც ირაკლი დემეტრაშვილის დამსახურებით აჟღერდა - ის მძიმე წონაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. +100 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილმა პოლონელ...

 საქართველომ თბილისის გრანდ სლემი 6 მედლით დაასრულა

1774250966

სპორტი

„38 წლის ასაკში დადგა დრო, მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, სანაკრებო კარიერას ივნისში, რუმინეთთან მატჩით დავასრულებ“ - გურამ კაშია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ივნისში ეროვნულ გუნდში კარიერას დაასრულებს, – ამის შესახებ მან მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გან...

 გურამ კაშია

1774250675

ახალი ამბები

ეროვნული ბანკის მოწვევითა და JP Morgan-ის თანაორგანიზებით საქართველოს ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა

საქართველოს ეროვნული ბანკის მოწვევით, ქვეყანას ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა, რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს, როგორებიცაა JPMorgan, Morgan St...

JP Morgan

1774247848

ახალი ამბები

თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. თამარ ბაგრატიონი...

თამარ ბაგრატიონი

1774247721

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქის ოცნება იყო ასეთი, ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა, თურმე, რა მაგრად გვყვარებიხარ პატრიარქო!

„საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. ჩვენი ასეთი ერთობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას, ზეციურ ს...

ლევან მაჭავარიანი