ალექსანდრე დარახველიძე: შს მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ მომდევნო წელს მინიმუმ, 4 ათასი არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, რათა ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა, რაც ქვეყანას უდგას, გადაიჭრას

შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ მომდევნო წელს მინიმუმ, 4 ათასი არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, რათა ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა, რაც ქვეყანას უდგას, გადაიჭრას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

მან ქვეყანაში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებეზე ისაუბრა. შეეხო ამ კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც.

„თავად სამინისტროს არაერთი მნიშვნელოვანი რესურსი ჩადო მიგრაციის დეპარტამენტის გაძლიერებაში როგორც ადამიანური, ასევე ინფრასტრუქტურული კუთხით. დაახლოებით, 90-მდე ერთეულით გაიზარდა მიგრაციის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა, გაიზარდა მათი სახელფასო ანაზღაურება. დღეს საშუალება გვქონდა, მოგვენახულებინა სრულიად ახალი ადმინისტრაციული შენობა, რომელზეც დაახლოებით, 6მლნ ლარი დაიხარჯა და სრულიად ახალი შენობა აშენდა.

ასევე, ჩვენ შევქმენით ახალი დანაყოფი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მიმართულებას ფარავს - მოგეხსენებათ, იქ ძალიან დიდია არალეგალების კონცენტრაცია და საჭიროებდა კონცენტრირებულ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებაზე. შესაბამისად, გვაქვს ის შედეგები, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. 2025 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაძევებულია იმაზე მეტი არალეგალი, რამდენიც ჯამში, 10 წლის განმავლობაში იყო გაძევებული მიგრაციის დეპარტამენტის მხრიდან.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით. მომდევნო წელს შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ მინიმუმ, 4 ათასი არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, რათა ერთხელ და სამუდამოდ ის პრობლემა, რაც ქვეყანას უდგას, გადაიჭრას“, - განაცხადა დარახველიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771251335

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე: ჩვენი მზაობა ამ კუთხით ნათელია და ცნობილი. ყოველთვის ველოდებით კონსტრუქციულ ნაბიჯებს

ჩვენი მზაობა ამ კუთხით [ურთიერთობების გაუმჯობესების] ნათელია და ცნობილია. ყოველთვის ველოდებით კონსტრუქციულ ნაბიჯებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდო...

პარლამენტის დეპუტატი

1771250199

ახალი ამბები

ქადაგიშვილი ბაჩო ახალაიას განცხადებაზე: ეს ნიშნავს იმ დანაშაულის აღიარებას, რისი განხორციელებაც 4 ოქტომბერს უნდოდათ, პირდაპირი მტკიცებულებაა, რას აპირებდნენ და რა გეგმები ჰქონდათ

„ახალაიას განცხადება იმ დანაშაულის აღიარებას ნიშნავს, რაც მას და მის მესვეურებს უნდოდათ, 4 ოქტომბერს განეხორციელებინათ. პირდაპირი მტკიცებულებაა დანაშაულის ორგანიზატორის მხრიდან, რას აპირებდნენ და რა გ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1771249372

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ვლადიმერ ხუჭუაზე: გავიდა მოსამართლის ჩარჩოებიდან და მიუხედავად იმისა, რომ მანტიას ატარებს, გადაქცეულია „ნაცმოძრაობის“ ნარატივის ამყოლ კონკრეტულ პირად

მას პრობლემა აქვს კომპეტენციასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ ცდილობს, რომ გამოიყენოს თავისი განცხადებები, მათ შორის სამწუხაროდ სამართლებრივი მექანიზმები პოლიტიკური მიზნებისთვის, ზუსტად ისევე, როგო...

არჩილ გორდულაძე

1771249007

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი რადიკალებზე: როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, ისინი მტრულ პოზიციას იკავებენ. როდესაც ჩვენ კონსტიტუციის დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტს ვიცავთ, ისინი ებრძვიან ჩვენს სუვერენიტეტსაც

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებას გამოეხმაურა, რომელიც კონსტიტუციური წყობილების წ...

იონათამიშვილი

1771248459

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ სწორი გზით ვვითარდებით, მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ევრობიუროკრატიის და პოლიტიკოსთა ნაწილი ჯერ კიდევ ომის ნარატივშია ჩარჩენილი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკასთან“ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსს ეხმაურება, სადაც სისხლის სამართლ...

ირაკლი ქადაგიშვილ