ქალაქ სამარყანდში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიხსნა ქართული პავილიონი, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას მიეძღვნა
ქალაქ სამარყანდში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიხსნა ქართული პავილიონი, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართა მიღება ქართული პოლიფონიური მუსიკის თანხლებით.
მიღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა.
სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე, 8000 წლიან ღვინის დაყენების ტრადიციასა და ქართული პოლიფონიური მუსიკის უნიკალურობაზე ისაუბრა.
როგორც დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქართული ღვინო და პოლიფონიური სიმღერა
იუნესკოს მიერ აღიარებულია, როგორც კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი და საქართველო ამაყობს, რომ ღვინის სამშობლოა. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უზბეკ კოლეგას მხარდაჭერისთვის, გულთბილი მასპინძლობისთვის და საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. მიღებას ესწრებოდნენ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბახტიორ საიდოვი, უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლები,
UNESCO-ს ხელმძღვანელი პირები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები და დიპლომატები.
1762015014
ახალი ამბებინინო ლომჯარია - უნდა დაიწყოს მომზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში
ბოლო წლებში ოპოზიციური სპექტრის მიერ არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე, რამაც „ქართული ოცნების“ რეჟიმის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი. უკვე წლებია, რაც ოპოზიცია კრიტიკ...
1762012017
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან - კახა გულედანთან და რევაზ სოხაძესთან ერთად, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, აჭარის ავტონომიუ...
1762009838
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი თინა ხიდაშელს: როგორც ჩანს, დავალება მიიღე, რომ გააშავო ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი - როდესაც ენა გიბრუნდება და კორუფციის ჭრილში გეკა გელაძეს ახსენებ, ეს მხოლოდ უბინძურესი სპეკულაციაა
თინა ხიდაშელს მინდა მივმართო: როდესაც ენა გიბრუნდება და კორუფციის ჭრილში შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძეს ახსენებ, ეს შენი მხრიდან მხოლოდ უბინძურესი სპეკულაციაა - მეტი არაფერი! - წერს „ხალხის ძ...
1762008546
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლის ახალ სისტემაზე: მსგავსი ინოვაციური მიდგომების მიზანია, შესყიდვების კუთხით სრულიად იყოს გამჭვირვალე სახელმწიფოს მიდგომები
საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმამთავრობის კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლის ახალ სისტემაზე მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინოვაციური მიდგომის მიზან...
1762002357
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღ...































