ქალბატონი სალომე იმეორებს ამ დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა - ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე

მინდა, ზოგადად ყველას შევახსენო შემდეგი, რომ ჩვენი სახელმწიფო, პირველ რიგში, არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ერთი და მეორე, მთავარი, ჩვენი ქვეყანა იმართება კანონით, კანონებით და კონსტიტუციით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება ეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ყველამ და პირველ რიგში, უმაღლესი თანამდებობის პირებმა, უნდა დაიცვან და მაგალითი მისცენ კანონის ზედმიწევნით შესრულების, ასევე კონსტიტუციის დაცვის და ზოგადად, წესების და ნორმების დაცვის.

„რა თქმა უნდა, მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის, ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ყველამ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ, უმაღლესი თანამდებობის პირებმა, უნდა დავიცვათ და მაგალითი მივცეთ კანონის ზედმიწევნით შესრულების, ასევე კონსტიტუციის დაცვის და ზოგადად, წესების და ნორმების დაცვის.

რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ვოიაჟს, მინდა შემდეგ რამ განვუმარტო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ოფიციალური მომართვა, რაც მივიღეთ პრეზიდენტისგან, მე ყველაფერზე ხელი მოვაწერე და ყველა მოთხოვნა, ყველა მისი თხოვნა და მომართვა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და საკვირველია ის ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ გააკეთა ბრიუსელიდან და კითხვას ვუსვამ მაშინ ყველას, რომ თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი. 

რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ვიზიტს, მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, სრული პასუხისმგებლობით, დღეის მდგომარეობით, არავითარი სხვა მომართვა სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით არ შემოსულა. მე, რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობ წესების და კანონების მიხედვით. მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით და რას მეუბნებით, რომ მე ვიტყუები? მე ვატყუებ ხალხს? არ ვიცი ის რას ამბობს, რომ გეუბნებით მტკიცებულებით და მაშინ, წარმოადგინეთ მტკიცებულება. არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში არც ერთი მოთხოვნა, რაც შემოვიდა, ყველა დავუკმაყოფილეთ. 

სამწუხაროა ის, რომ პირდაპირ, რომ იტყვიან, იმეორებს ქალბატონი სალომე ამ დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ იგი გაერკვევა უკეთ მთავრობის მუშაობაში“, -  განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ვვარაუდობ, რომ ორი ირაკლისგან მიიღეს პასუხი, რომ ისინი რაღაცას იზამდნენ, მაგრამ ბიძინაა წინააღმდეგი“ - ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე

🔵 ნანგრევები ერთ დროს ბედნიერ ქალაქებში, ხანძრის შავი კვალი... სულ ეს არის, რაც რუსეთს შეუძლია მისცეს თავის მეზობლებს, ევროპასა და მსოფლიოს - ზელენსკი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786362035

ახალი ამბები

„სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს“ - ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომზე კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკ-კეინის განცხადებებს იხსენებს: ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დასავლელი პარტნიორების მაშინდელ პოზიციას იხსენებს. კერძოდ, ანანიძე იშველიებს კონდ...

ცოტნე ანანიძე

1786359292

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა აბულაძეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა აბულაძეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ლატვიის ურთიერთობებს, ო...

მიხეილ ყაველაშვილი

1786358960

ახალი ამბები

დედაქალაქის მერი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

შოთა რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს თამარ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან თავისუფ...

დედაქალაქის მერი

1786355215

ახალი ამბები

კახა კალაძე აგვისტოს ომზე: თუ წინა ხელისუფლებამ იცოდა, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია

„რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი წარმოადგენდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

კახა კალაძე

1786353669

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: პატრიოტიზმი ვერ იქნება შერჩევითი, თუ საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მხოლოდ პოლიტიკური განცხადების თემაა, ლეგიტიმურია გაჩნდეს ეჭვი, რომ „სამშობლო“ კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია

„როგორ შეიძლება საკუთარ თავს შენი ქვეყნის პატრიოტი უწოდო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი შენთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე ომი, რომელიც უშუალოდ შენს სამშობლოს შეეხო? როგორ შეიძლება ცრემლს ღვრიდ...

დავით ჩიხელიძე