დავით მათიკაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: აგენტურა საკუთარ მხარდამჭერებს ასეთ მნიშვნელოვან მოვლენებს უმალავს - ცდილობენ, ისეთი საკითხებით შეავსონ ეთერი, რომელიც არ არის საინტერესო საქართველოსთვის
მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს და ვიზიტის საპასუხოდ, ოპოზიციის სრულ დუმილს ეხმაურება.
დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები საკუთარ მხარდამჭერებს, რომელთა რაოდენობაც მინიმუმზე დაბალია, უმალავენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფაქტებს და ცდილობენ, ისეთი საკითხებით შეავსონ საკუთარი ეთერი, რომელიც პრაქტიკულად არ არის საინტერესო საქართველოსთვის.
„ჩვენთვის არის გასაკვირი არაა, რომ ქართული საგარეო პოლიტიკური წარმატება არ ახარებს აგენტურას და რადიკალებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა - მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა, სამხრეთ კავკასიაში მისი სტრატეგიული პარტნიორი საქართველო და უმაღლესი თანამდებობის პირი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისათვის, მისი საგარეო პოლიტიკური წარმატებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ეს მოვლენა, ბუნებრივია, არ მოსწონთ რადიკალებს, მათთვის მსგავსი ნაბიჯები, მსგავსი პროცესი, პირიქით დამაზიანებელია, ესენი საკუთარ მხარდამჭერებს, რომელთა რაოდენობაც არის მინიმუმზე დაბალი, უმალავენ პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, ასეთ მოვლენებს - საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფაქტებს და ცდილობენ, ისეთი საკითხებით შეავსონ საკუთარი ეთერი, რომელიც პრაქტიკულად არ არის საინტერესო საქართველოსთვის“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
1794220574
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და ანგარ...
1794220526
ახალი ამბებისამეგრელოში მძღოლმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და დაიღუპა
სამეგრელოში, სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ცნობით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და...
1794220479
ახალი ამბებირამაზ სვანაძე: ახალი გუნდის ფორმირება იწყება, ვიცით, რომ რთული მატჩები გველის
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადების გეგმებსა და გ...
1794216116
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი – კრაკოვში შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, საქართველო ამ მძიმე წუთებში პოლონეთის გვერდით დგას
კრაკოვში შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ პოლონელ ხალხს ამ მძიმე დანაკარგს და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყა...
1794215277
ახალი ამბებინათია თურნავა: თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება, 2027 წელს ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება
„თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4%, ხოლო 2027 წელს 3.5% იქნება“, - ა...































