დავით ჩიხელიძე: ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ხან ჭენგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა. ეს ჩინეთის ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქართველოში და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ მისივე თქმით, ეს ყველაფერი რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს.
ჩიხელიძის შეფასებით, შუა დერეფანი, ანაკლიის პორტის პერსპექტივა და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან რგოლად აქცევს.
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა. ეს ჩინეთის ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქართველოში და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში.
მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ.
ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთვის კონკრეტული ეკონომიკური შესაძლებლობების მომტანია. ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია და ქართულ წარმოებას ამ ბაზარზე წვდომა განვითარების მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს. ეს ნიშნავს მეტ ექსპორტს, წარმოების ზრდას, ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს.
მნიშვნელოვანია ტურიზმის მიმართულებაც. ჩინელი ტურისტების მზარდი რაოდენობა დამატებითი შემოსავალია ქართული სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, ტურისტული კომპანიებისა და მცირე ბიზნესისთვის. რაც უფრო მეტ საერთაშორისო ბაზარსა და ტურისტულ ნაკადს მოვიზიდავთ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ქართულ ეკონომიკას.
ამასთან, საქართველო სულ უფრო საინტერესო ხდება როგორც დასავლეთისთვის, ისე აზიისთვის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, შუა დერეფანი, ანაკლიის პორტის პერსპექტივა და განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ქვეყანას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სივრცეში, საქართველოსთვის ბაზრების დივერსიფიკაცია სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი არის!“, - წერს ჩიხელიძე.
1794220479
ახალი ამბებირამაზ სვანაძე: ახალი გუნდის ფორმირება იწყება, ვიცით, რომ რთული მატჩები გველის
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადების გეგმებსა და გ...
1794216116
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი – კრაკოვში შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, საქართველო ამ მძიმე წუთებში პოლონეთის გვერდით დგას
კრაკოვში შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ პოლონელ ხალხს ამ მძიმე დანაკარგს და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყა...
1794215277
ახალი ამბებინათია თურნავა: თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება, 2027 წელს ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება
„თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4%, ხოლო 2027 წელს 3.5% იქნება“, - ა...
1794214094
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი – ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ვნახავთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია აგენტურული ოპოზიცია
სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ დანაშაულებს, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ, იმ საბოტაჟირების მუდმივ პროცესს, რომელსაც ეწევიან უკვე ოპოზიციაშ...
1794214067
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი
საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც...































