„ქართული ოცნების“ ბაღდათის მერობის კანდიდატი ნოდარ გიორგიძე: განახლებული შენობები, საგზაო ინფრასტრუქტურა, სკვერები, მოეწყო ტურისტული სივრცეები, უახლოეს მომავალში ბაღდათი უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი სასმელი წყლით

 „ვარ ბაღდათელი, ამასთან ერთად, ამ 8-წლიანი გამოცდილებით, 2017 წლიდან, უფრო სიღრმისეულად გავიცანი მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის საჭიროებები. თითოეული ბაღდათელისთვის ჩვენი კარი ღია იყო, აქტიურად ვუსმენდით თითოეულ მათგანს, ახალგაზრდობასთან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა. ამ გამოცდილებამ დამიგროვა ცოდნა, უნარები, რომელიც სჭირდება ბაღდათს და მის პრობლემატურ საკითხებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა და საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ განაცხადა.

მან ისაუბრა მუნიციპალიტეტის განახლებულ ინფრასტრუქტურაზე, სკოლების და ბაღების აშენებასა და რეაბილიტაციაზე, გამწვანებაზე, ასევე აღნიშნა, რომ მოეწყო ტურისტული სივრცეები.

„ბაღდათის ინფრასტრუქტურა, ფასადები, განახლებული შენობები, საგზაო ინფრასტრუქტურა, სკვერები - ამასთან ერთად, არამარტო ქალაქის ცენტრები გალამაზდა, გალამაზებულია ქალაქის გამწვანება, რაც თვალშისაცემია. რამდენიმე სოფელში მოეწყო „სტოპ დრაივები“, ტურისტული სივრცეები. ტურიზმის ინფრასტრუქტურის კუთხით, დაახლოებით 14 ღვინის მარანთან მისასვლელი გზები იქნა რეაბილიტირებული, აშენდა არაერთი საბავშვო ბაღი, განხორციელდა სკოლების რეაბილიტაცია, რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია ახლაც მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგიძემ.

მისი თქმით, ბაღდათის გამოწვევა ყოველთვის იყო სასმელი წყალი, უახლოეს მომავალში კი, მუნიციპალიტეტში ეს პრობლემა მოიხსნება, ვინაიდან 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება.

 

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურისტული პოტენციალის განვითარება.

„ბაღდათის მთავარი გამოწვევა ყოველთვის იყო სასმელი წყლის პრობლემა. აქტიურად მიმდინარეობს სასმელი წყლის, ამასთან ერთად, წყალარინებისა და სანიაღვრე არხების სისტემების მოწყობას. უახლოეს მომავალში ბაღდათი უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი სასმელი წყლით. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აუცილებლად გაგრძელდება, გვინდა, რომ როგორც ქალაქის, ისე სოფლების იერსახეზეც ვიზრუნოთ. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ტურიზმის, ტურისტული მიმართულებების გაძლიერება, რადგან ბაღდათს აქვს ამის პოტენციალი. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ყოველთვის მჭიდრო კავშირი გვქონდეს ახალგაზრდებთან, ვიფიქროთ მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და სპორტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებაზე“, - განაცხადა ნოდარ გიორგიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755621768

მსოფლიო

პუტინმა ზელენსკის შეხვედრა მოსკოვში შესთავაზა - AFP

 „კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უკრაინელმა ლიდერმა უარი თქვა,“ - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine AFP-ზე დაყრდნობით იტყ...

ზელენსკი და პუტინი

1755616942

ახალი ამბები

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

 მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის აღდგენის მეორე ეტაპი იწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობითვ...

საავტომობილო მოძრაობა

1755615110

ახალი ამბები

ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 110 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს, 298 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი

 ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.   ცესკოს ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო

1755611769

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ირაკლი კუპრაძისა და კახა კალაძის კანდიდატურების შედარება აბსოლუტურად არარელევანტურია

„ვხედავთ, რომ კანდიდატები, რომლებიც „ლელო“-გახარიამ წარმოგვიდგინეს, რიგითი პარტიული წევრები და აქტივისტები არიან, რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ იკითხება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1755610968

ახალი ამბები

აბასთუმნის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც მედიაში ვრცელდება, მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევა აბასთუმნის გზატკეცილზე მოხდა და მსხვერპლით დასრულ...

პოლიცია, ლენტი