ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 110 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს, 298 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი

ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ცესკოს ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 110 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 298 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი.
როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, არჩეული პირები სრულად აკმაყოფილებენ კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
„საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. არჩეულ პირთა უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. აქედან, არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და ბოლო 9 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 22 631 პირს, რაც საერთო რაოდენობის 93.87%-ია.
ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დიდი ნაწილი ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეა. საუბნო საარჩევნო კომისიის ახლად არჩეული წევრებიდან 18 677 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 1 976 - „საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 538 - „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებულია. ეს გარემოება თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამაღლებს პროცესის პროფესიულ სტანდარტს.
ამავდროულად, ზემოთ მოცემული მონაცემები ადასტურებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოში წარიმართა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ, 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.
რაც შეეხება განაცხადების რაოდენობას, 3 051 საარჩევნო უბნის 24 408 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 24 314 საკონკურსო განაცხადი, მათ შორის ხელმძღვანელი პირის ვაკანტურ ადგილზე 9 117 საკონკურსო განაცხადი, ხოლო კომისიის წევრების ვაკანტურ ადგილზე - 15 197“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1755607459
ახალი ამბებიზურაბ აბაშიძე: მინდა, კახა კალაძეს და მის გუნდს ადგილობრივ არჩევნებში წარმატება ვუსურვო
„დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს გამარჯვებას ყველანი ერთად ვიზეიმებთ“, - ამ განცხადებით გახსნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომა. ზურაბ აბაშიძემ კახა კალაძეს და მის გუნდ...
1755606551
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი „ლელო“-გახარიას მერობის კანდიდატზე: ბატონ კუპრაძეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფის მიყენება თავიანთი ამომრჩევლისთვის
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ლელო“ ამომრჩეველს ატყუებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, შემდეგ ატყუებდა, რომ უპარტიო, ნეიტრალურ კანდიდატს...
1755605807
ახალი ამბებიმეუფე შიო: ყველა ადამიანის მოწოდებაა, ფერი იცვალოს, ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების აზრიც ხომ სწორედ ეს არის, რომ ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენშიც გამობრწყინდეს მარადიული საღვთო ნათელი
„ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენც მოგვმადლოს უფალმა საღვთო შუქის ხილვა, რათა ჩვენს გულებშიც იყოს ნათელი თაბორისა, სიმდაბლე, სიწმინდე, სიმშვიდე, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული...“, - ამის შესახებ საპ...
1755604850
ახალი ამბებისუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრც...
1755604644
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: თავისუფლება ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია და ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანამდევი არ იქნება
„თავისუფლება ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია. ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანამდევი არ იქნება“, - ამის შესახებ საქართველო...